მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანკარა ვაშინგტონის სამძიმარს არ იღებს

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშითურქეთისა და აშშ-ის დროშები
თურქეთისა და აშშ-ის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ნოემბერი − Sputnik. თურქეთი არ მიიღებს აშშ-სგან სამძიმარს ტერაქტზე, რომელიც ისთიქლიალის ქუჩაზე მოხდა, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ.
მინისტრის თქმით, ანკარაში კარგად იციან, სად ხდებოდა თავდასხმის კოორდინაცია, და მან შეახსენა საზოგადოებას, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ქურთისტანის მუშათა პარტიას, რომელსაც ადანაშაულებს კიდეც ანკარა კვირას მომხდარ ტერაქტში.

„ჩვენ არ ვიღებთ სამძიმარს ამერიკის საელჩოსგან, ჩვენ უარვყოფთ მას. ჩვენ არავის ვღალატობთ, მაგრამ უკვე აღარ შეგვიძლია ღალატის მოთმენა. ჩვენ რომ თავდამსხმელები არ დაგვეკავებინა, ისინი დღეს უკვე საბერძნეთში გაიქცეოდნენ“, − განაცხადა სოილუმ.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა ტერაქტში აშშ-ის ჩართულობაზე მიანიშნა, მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რა მტკიცებულებები აქვს თურქეთის ხელისუფლებას შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
ბოლო მონაცემებით, კვირას მომხდარი ტერაქტის საქმეზე ამ დროისათვის უკვე 46 პირია დაკავებული. მათ შორისაა ქალი, რომელიც აფეთქების შესრულებაშია ეჭვმიტანილი. ვიდეოში, რომელიც გამოძიებამ მოიპოვა, ჩანს, როგორ ზის ის ქუჩის მერხზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, აფეთქების შემდეგ კი უკანმოუხედავად გარბის ისე, რომ ტელეფონის ეკრანს თვალს არ აშორებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ქალი სირიის მოქალაქეა. მან უკვე აღიარა კავშირი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
ყველა ახალი ამბავი
0