თურქეთში სტამბულის ცენტრში მომხდარ ტერაქტში სავარაუდო ეჭვმიტანილი დააკავეს - ვიდეო

გამოწერა
მანამდე თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ქალი 40 წუთზე მეტხანს იჯდა ქუჩის სკამზე, აფეთქება კი მის მიერ ადგილის დატოვების შემდეგ მოხდა.
სტამბულის ისტორიულ ქუჩაზე აფეთქება კვირას მოხდა, რასაც 6 ადამიანი − სამი ზრდასრული ქალი, ერთი 9 წლის გოგონა და ორი მამაკაცი ემსხვერპლა, ხოლო 81 დაშავდა. ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და გამოძიება დაიწყო, რაშიც ხუთი პროკურორი ჩაერთო.
ამ დროისათვის 39 დაშავებული უკვე გაწერილია საავადმყოფოებიდან. დარჩენილი 42 პაციენტიდან ხუთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი, რომელთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ყველა ახალი ამბავი
0