მაკა ბოჭორიშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე: „სპეკულაციებისთვის სივრცეს ტოვებს“

© Parliament of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2022
გამოწერა
პარლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთი ხელს შეუწყობს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სპეკულაციებისთვის სივრცეს ტოვებს, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პრაღაში საპარლამენტო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„საქართველომ ევროკავშირის მომავალ წევრობაზე განაცხადი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გააკეთა. აპლიკაციებზე ევროკავშირის დიფერენცირებული პასუხი ტოვებს სივრცეს საქართველოს ევროპულ მომავალზე სპეკულაციებისთვის და ინტერპრეტაციებისთვის“, – ციტირებს ბოჭორიშვილს ტელეარხი „იმედი“.

მისი თქმით, საქართველო მოწოდებულია შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად არის საჭირო.
„მაგრამ არ გვაქვს გაურკვევლობის ფუფუნება. ჩვენ ველოდებით ევროინტეგრაციის გზაზე წინ წასვლას სხვა კანდიდატებთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ ჩეხეთი თავმჯდომარეობის დასრულებამდე (ევროპულ საბჭოში) პროცესს ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი თითქმის ერთდროულად შეიტანეს, მაგრამ დადებითი გადაწყვეტილება 2022 წლის ივნისის ბოლოს მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.
ყველა ახალი ამბავი
0