საქართველოს კალათბურთის ნაკრებს გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი აქვს

© photo: Sputnik / Stringerევრობასკეტი 2022. საქართველო-თურქეთის მატჩი
ევრობასკეტი 2022. საქართველო-თურქეთის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2022
გამოწერა
საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის L ჯგუფის საუკეთესო გუნდების სამეულში შედის.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა იმედი გამოთქვა, რომ იტალიასთან მატჩის დროს თბილისის ახალი სპორტის სასახლე გულშემატკივრებით იქნება სავსე.
საქართველოს ნაკრები ორშაბათს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე მატჩს ჩაატარებს. გუნდი ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით იტალიას უმასპინძლებს, რომელიც ჯგუფის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

„საქართველოში ნამდვილი გულშემატკივარია. როცა იგებ, ყველა გვერდში გიდგას, მაგრამ როცა გაჭირვებისასაც შენთან არის, ე.ი. ქომაგს უყვარს კალათბურთი და ეროვნული ნაკრები. იმედი მაქვს, დარბაზი იტალიასთან მატჩზეც ბოლომდე გაივსება“, – განაცხადა ზუროსმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფიბას წესების მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ჯგუფიდან სამი საუკეთესო ნაკრები გადავა. ამჟამად L ჯგუფში პირველ ადგილზე ესპანეთია, მეორეზე – იტალია, მესამეზე – საქართველო.
„იტალიის ნაკრები კარგად შეთამაშებული ძლიერი გუნდია. ჰყავს ევროლიგის მოთამაშეები და ხარისხიან კალათბურთს თამაშობს. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით წინა ტურში – იტალიამ ესპანეთთან ბოლომდე იბრძოლა და მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა“, – აღნიშნა ზუროსმა.
მთავარი მწვრთნელის თქმით, ისლანდიაში ქართულმა გუნდმა მძიმე მატჩი გამართა, მაგრამ მეტ-ნაკლებად მოახერხა აღდგენა და მზადაა იტალიასთან მატჩისთვის.
კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში ისლანდია დაამარცხა>>
მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებმა 12 ნოემბერს რეიკიავიკში ისლანდია ანგარიშით 88:85 დაამარცხა. შესარჩევი ციკლის ორი ბოლო მატჩი თებერვალშია დაგეგმილი: შინ – ისლანდიასთან და სტუმრად – ნიდერლანდთან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0