ხაშურში ავტომობილის დაჯახების შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2022
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა ხაშურში, ერთ-ერთ ავტოსადგურთან გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ყველა ახალი ამბავი
0