ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Stringerწაქცეული ხე
წაქცეული ხე - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2022
გამოწერა
ინციდენტი საბურთალოს რაიონში მოხდა
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
კერძოდ, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რის შედეგადაც დაზიანდა ოთხი მანქანა და ელექტროგადამცემი ბოძები.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების გამო საბურთალოს რაიონის აღნიშნულ მონაკვეთზე ელექტროენერგია გათიშულია.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0