ოქტომბერში თბილისში გაზზე მომუშავე 1,4 ათასამდე კუსტარული დანადგარი ჩაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerგაზის „კალონკები“ ელიავას ბაზრობაზე
გაზის „კალონკები“ ელიავას ბაზრობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2022
გამოწერა
გაზის კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის მონაცემებით, პირველ ადგილზეა ისანი-სამგორი-ვაზისუბანი.
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. ოქტომბერში სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით საცხოვრებელი ბინებიდან 1.390 კუსტარული და მკვლელი გაზის დანადგარი ჩახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოკომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, საუბარია ღიაკამერიან წყლის გამაცხელებლებზე (ე.წ. კალონკები) და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე.
„ეს ნიშნავს რომ ასეულობით ოჯახი CO-თი (ცეო) ინტოქსიკაციას და, ყველაზე მძიმე შემთხვევაში, სიკვდილს გადარჩა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის და დაიცვან გაზის უსაფრთხო მოხმარების აუცილებელი წესები.
უწყების სტატისტიკის მიხედვით, გაზის კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის მონაცემებით, პირველ ადგილზეა ისანი-სამგორი-ვაზისუბანი. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ამ უბნებში ჯამში 517 კუსტარული დანადგარი ჩახსნეს. მათი დიდი ნაწილი განმეორებით ჩაიხსნა.
გაზზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხი აქტუალური ხდება ცივი ამინდის დადგომისთანავე, როდესაც მოსახლეობა გაზის გამათბობლების გამოყენებას იწყებს. გაზის გაჟონვა თბილისსა და რეგიონებში აფეთქებებისა და მსხვერპლის მიზეზი ხდება. ერთ-ერთი ასეთი ტრაგედია 2019 წლის იანვარში დიღომში მოხდა. მაშინ დაღუპულებს შორის ბავშვებიც იყვნენ.
წყარო - „თბილისი ენერჯი“
ყველა ახალი ამბავი
0