ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2022
გამოწერა
ნოდარ ნათაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ნოდარ ნათაძე - ქართველი პოლიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერი.
ის იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი.
ნოდარ ნათაძე იყო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, „სახალხო ფრონტის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი საქართველოში 1990-იან წლებში.
ნოდარ ნათაძე 1957-1963 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად, 1963-1969 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1969 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
ნოდარ ნათაძე იყო მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი.
ყველა ახალი ამბავი
0