ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის მფლობელი გახდა

© courtesy of International Fencing Federationსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2022
გამოწერა
ფინალში სანდრომ იტალიელი ლუიჯი სამელე ანგარიშით 15:13 დაამარცხა.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ალჟირში მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.
საქართველოს საუკეთესო მოფარიკავემ ტურნირი 1/32 ფინალიდან დაიწყო, სადაც ეგვიპტელი მაზენ ელარაბი ანგარიშით 15:10 დაამარცხა, შემდეგ იგივე ანგარიშით იტალიელ მიკელე გალოს მოუგო. უკვე მერვედფინალში ქართველი მოფარიკავე ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს შეხვდა და ანგარიშით 15:9 გაიმარჯვა.
29 წლის ქართველი სპორტსმენისთვის ყველაზე იოლი მეოთხედფინალი იყო, სადაც მან სამხრეთ კორეელი სპორტსმენი ბონგილ გუ ანგარიშით 15:3 დაამარცხა.
ნახევარფინალში სანდრო ეგვიპტელ ზიად ელისს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:13 მოიგო. ამავე ანგარიშით მან იტალიელი ლუიჯი სამელე დაამარცხა.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის მიხედვით, სანდრო ბაზაძე მეორე ადგილზეა და მხოლოდ უნგრელ მოფარიკავეს არონ სილადის ჩამორჩება.
ყველა ახალი ამბავი
0