ხვიჩა კვარაცხელია ქართველ სტუდენტებს შეხვდა

© courtesy of Khvicha Kvaratskhelia Fansხვიჩა კვარაცხელია ქართველ სტუდენტებს შეხვდა
ხვიჩა კვარაცხელია ქართველ სტუდენტებს შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2022
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელია დიდი ხანია უკვე ძალიან პოპულარული გახდა და ლეგენდარულ ფეხბურთელთან შეხვედრა ძალიან ბევრს სურს
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში შეხვდა ქართველ სტუდენტებს, რომლებიც იტალიაში ძმები არველაძეების ფონდისა და მათი პარტნიორების პროგრამის წყალობით სწავლობენ.
თავიდან იგეგმებოდა, რომ ქართველი სტუდენტები კვარაცხელიას თამაშზე მოხვდებოდნენ, თუმცა ხვიჩამ ზურგის ტკივილების გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა.
© Courtesy of Shota Arveladzeხვიჩა კვარაცხელია და შოთა არველაძე
Хвича Кварацхелия и Шота Арвеладзе - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2022
ხვიჩა კვარაცხელია და შოთა არველაძე
ხვიჩა ასევე შეხვდა ქართველ ფეხბურთელ შოთა არველაძესაც, რაც იტალიურ მედიას არ გამორჩენია. „არენაპოლიმ“ გამოაქვეყნა სტატია ძველი და ახალი თაობის ქართველი ვარსკვლავების შესახებ სათაურით „კვარაცხელია, შეხვედრა ქართული ფეხბურთის ლეგენდა არველაძესთან“.
დღეს კვარაცხელია იტალიის სერია A-ს უკვე მესამე თამაშს გამოტოვებს. გუნდი „უდინეზესთან“ შეხვედრას ქართველის გარეშე ჩაატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0