https://sputnik-georgia.com/20221112/tbilissi-lana-roroberizis-filmebis-retrospeqtiva-gaimarteba-272129547.html
თბილისში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება
თბილისში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება
Sputnik საქართველო
საკულტო რეჟისორის ფილმების ჩვენება თავისუფალია 12.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-12T19:00+0400
2022-11-12T19:00+0400
2022-11-12T19:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24672/61/246726115_389:744:2707:2048_1920x0_80_0_0_1f841beebad8e6c60e0fdd9c01034537.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის კინოფილმების რეტროსპექტივა საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში 16-20 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.მაყურებელი იხილავს 1950-იან 2010-იან წლებში გადაღებულ ფილმებს: „გელათი“ (1957), „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „მე ვხედავ მზეს“ (1965), „ფერისცვალება“ (1968), „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „დღეს ღამე უთენებია“ (1984), „ორომტრიალი“ (1986) და „ოქროს ძაფი“ (2019).კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალიალანა ღოღობერიძე დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1950), VGIK-ის სარეჟისორო განყოფილება (1953, სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო). შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა კინოსრეჟისურას.მან ქართულ ენაზე თარგმნა ახმატოვას, პასტერნაკის, ახმადულინას, ბროდსკის, უიტმენის, თაგორის და სხვათა პოეტური ნაწარმოებები. გადაიღო რამდენიმე საინფორმაციო და დოკუმენტური ფილმი: „გეოლოგები“, „თბილისის 1500 წელი“ (1958), „მშობლიური საქართველო“ და სხვა.ქართული კინოს ოსტატის საპრიზო ყულაბაშია: სან-რემოს ფესტივალის გრან-პრი, აშხაბადის საკავშირო ფესტივალის ჟიურის პრიზი ფილმისთვის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", ხალხთა მეგობრობის ორდენი და სხვა ჯილდოები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24672/61/246726115_557:664:2403:2048_1920x0_80_0_0_9b5310b9d5146e154447cc3fca97e2c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
თბილისში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება
საკულტო რეჟისორის ფილმების ჩვენება თავისუფალია
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის კინოფილმების რეტროსპექტივა საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში 16-20 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
მაყურებელი იხილავს 1950-იან 2010-იან წლებში გადაღებულ ფილმებს: „გელათი“ (1957), „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „მე ვხედავ მზეს“ (1965), „ფერისცვალება“ (1968), „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „დღეს ღამე უთენებია“ (1984), „ორომტრიალი“ (1986) და „ოქროს ძაფი“ (2019).
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია
ლანა ღოღობერიძე დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1950), VGIK-ის სარეჟისორო განყოფილება (1953, სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო). შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა კინოსრეჟისურას.
მან ქართულ ენაზე თარგმნა ახმატოვას, პასტერნაკის, ახმადულინას, ბროდსკის, უიტმენის, თაგორის და სხვათა პოეტური ნაწარმოებები. გადაიღო რამდენიმე საინფორმაციო და დოკუმენტური ფილმი: „გეოლოგები“, „თბილისის 1500 წელი“ (1958), „მშობლიური საქართველო“ და სხვა.
ქართული კინოს ოსტატის საპრიზო ყულაბაშია: სან-რემოს ფესტივალის გრან-პრი, აშხაბადის საკავშირო ფესტივალის ჟიურის პრიზი ფილმისთვის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", ხალხთა მეგობრობის ორდენი და სხვა ჯილდოები.