სკანდინავიელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2022
გამოწერა
ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებიდან წამყვან ტურისტულ კომპანიებს მასპინძლობს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სკანდინავიური ტურისტული კომპანიების 16 წარმომადგენელი თბილისს, თელავს, წინანდალს, ალავერდსა და ახმეტას ეწვია. ტურ-ოპერატორები ტურისტულ მარშრუტებს, ღირსშესანიშნაობებს, მაღალი კლასის განთავსების ობიექტებს გაეცნენ, სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კერძების მასტერკლასი.
სტუმრებისთვის ორგანიზებული ინფო-ტურის ფარგლებში ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე კომპანიებს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების საკითხები განიხილეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ სტუმრებისთვის საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
„გაიმართა საინტერესო შეხვედრა, რაც ვფიქრობ გამოადგება როგორც ტურისტულ კომპანიებს, ასევე სასტუმრო ინდუსტრიას“, - განაცხადა სასტუმრო მერკურისა და IBIS Styles-ის წარმომადგენელმა მაკა ცხომელიძემ.
მისი თქმით, ეს ტური ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას სკანდინავიის ქვეყნებში.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. სკანდინავიური კომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოთი და სურთ თანამშრომლობა ქართულ კომპანიებთან. ისინი გაეცნენ მათ შეთავაზებებს და ტურისტულ პროდუქტს. ტურისტულ კომპანიებს შორის უფრო მეტი თანამშრომლობა და ავიაკავშირები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას“, - განაცხადა ავიაკომპანიის Air Baltic გაყიდვების მენეჯერმა სკანდინავიის ქვეყნებში იან ნიჰოლმმა.
ინფო-ტური სკანდინავიელი ტურ-ოპერატორებისთვის ავიაკომპანია AirBaltic-ის თანაორგანიზებით იმართება და მისი მიზანია სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და მაღალმხარჯველიან ვიზიტორთა მოზიდვა.
ყველა ახალი ამბავი
0