https://sputnik-georgia.com/20221112/rekrutebma-fici-dades-272128909.html
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
Sputnik საქართველო
ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები... 12.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-12T14:08+0400
2022-11-12T14:08+0400
2022-11-12T14:08+0400
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251835916_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_7e0f26ab55b011d1fdffbf4fd2eb94af.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. რეკრუტთა მესამე საწვრთნელი ასეულის პირადმა შემადგენლობამ ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადო, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ფიცის დადების ცერემონიაზე, რომელიც ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაიმართა, რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წაიკითხეს და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეურთდნენ.ფიცის დადებამდე რეკრუტებმა ათკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის განმავლობაში ტაქტიკურ, სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, კავშირგაბმულობის მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და ცენტრის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს რეკრუტების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადეს.ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც.ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.მოგვიანებით მოსწავლეებისთვის ღია კარის დღეც მოეწყო. ბავშვებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს, ბაზის ინფრასტრუქტურა, გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერებინეს და სხვადასხვა აქტივობა ერთობლივად შეასრულეს.ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სასადილოსაც ესტუმრნენ, სადაც „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251835916_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_ac10f08bb2b57423cd33b6b12ca2f558.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. რეკრუტთა მესამე საწვრთნელი ასეულის პირადმა შემადგენლობამ ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადო, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფიცის დადების ცერემონიაზე, რომელიც ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაიმართა, რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წაიკითხეს და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეურთდნენ.
ფიცის დადებამდე რეკრუტებმა ათკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის განმავლობაში ტაქტიკურ, სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, კავშირგაბმულობის მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.
სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და ცენტრის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს რეკრუტების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც.
ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.
მოგვიანებით მოსწავლეებისთვის ღია კარის დღეც მოეწყო. ბავშვებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს, ბაზის ინფრასტრუქტურა, გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერებინეს და სხვადასხვა აქტივობა ერთობლივად შეასრულეს.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სასადილოსაც ესტუმრნენ, სადაც „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.