პენსიონერი ქალის გაუპატიურების მცდელობა: ეჭვმიტანილი დაკავებულია

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2022
გამოწერა
მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. პოლიციამ 26 წლის მამაკაცი 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2“.
ტელეარხის ინფორმაციით, 28 ოქტომბერს მამაკაცმა მალულად შეაღწია ხანდაზმული ქალის სახლში და მისი გაუპატიურება სცადა.
შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0