https://sputnik-georgia.com/20221112/lia-miqaze-ukanasknel-gzaze-gaaciles-272132675.html
ლია მიქაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს
ლია მიქაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს
Sputnik საქართველო
ქართული ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორი ლია მიქაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 12.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-12T18:18+0400
2022-11-12T18:18+0400
2022-11-12T18:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272082041_0:74:1024:651_1920x0_80_0_0_177d04cc7795188929baf50a27d84149.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ქართული ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორი ლია მიქაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს, იუწყება „პირველი არხი“.სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. ლეგენდარულ ტელეწამყვანს პატივი მიაგეს კოლეგებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. ლეგენდარული ტელეწამყვანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.ლია მიქაძე, რომელთან ერთადაც ქართული ტელემაუწყებლობის ისტორია დაიწყო, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.ლია მიქაძე იყო საქართველოს პირველი ტელევიზიის პირველი სახე, რომელმაც ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად, 1956 წლის 30 დეკემბერს, მთაწმინდის ანძასთან მოწყობილი ტელეხედვის სტუდიიდან მოსახლეობას სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყების შესახებ აცნობა.მას შემდეგ, 50 წლის განმავლობაში მაყურებელს ეკრანიდან ესალმებოდა. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა გადაცემას, ღონისძიებას თუ საზეიმო ეთერს უძღვებოდა. ცხრა წლის წინ ტელევიზიამ ყველასთვის საყვარელ და პოპულარულ წამყვანს მთაწმინდაზე ვარსკვლავი გაუხსნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272082041_0:0:1024:768_1920x0_80_0_0_0d1837c63cb2e0b9fa4b1c59cfca82aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ლია მიქაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს
ქართული ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორი ლია მიქაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ქართული ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორი ლია მიქაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს, იუწყება „პირველი არხი“.
სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. ლეგენდარულ ტელეწამყვანს პატივი მიაგეს კოლეგებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. ლეგენდარული ტელეწამყვანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ლია მიქაძე, რომელთან ერთადაც ქართული ტელემაუწყებლობის ისტორია დაიწყო, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლია მიქაძე იყო საქართველოს პირველი ტელევიზიის პირველი სახე, რომელმაც ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად, 1956 წლის 30 დეკემბერს, მთაწმინდის ანძასთან მოწყობილი ტელეხედვის სტუდიიდან მოსახლეობას სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყების შესახებ აცნობა.
მას შემდეგ, 50 წლის განმავლობაში მაყურებელს ეკრანიდან ესალმებოდა. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა გადაცემას, ღონისძიებას თუ საზეიმო ეთერს უძღვებოდა. ცხრა წლის წინ ტელევიზიამ ყველასთვის საყვარელ და პოპულარულ წამყვანს მთაწმინდაზე ვარსკვლავი გაუხსნა.