ახალგაზრდებს გორში „კომიქსების რეზიდენციაში“ ეპატიჟებიან

© photo: Sputnik / Stringerგოგონა ათვალიერებს კომიქსს, რომელიც დაფუძნებულია „ვეფხისტყაოსანზე"
გოგონა ათვალიერებს კომიქსს, რომელიც დაფუძნებულია „ვეფხისტყაოსანზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2022
გამოწერა
სამდღიანი ღონისძიება გორის ხელოვნების სახლში გაიმართება და ქართული კომიქსების განვითარებას ისახავს მიზნად.
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. „კომიქსების რეზიდენცია“ - გორში ამ სახელწოდების სემინარზე 18-20 ნოემბერს კომიქსების შექმნით დაინტერესებულ ახალგაზრდებს იწვევენ, იუწყებიან ორგანიზატორები.
სამდღიანი ღონისძიება გორის ხელოვნების სახლში გაიმართება და ქართული კომიქსების განვითარებას ისახავს მიზნად. ვორკშოპზე მონაწილეების მიერ ერთობლივად შექმნილი კომიქსი კრებულის სახით გამოიცემა.
„გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ მისთვის საინტერესო სფეროს უფრო ახლოს გაცნობის საშუალება. გავივლით კომიქსების საფუძვლებს, ტექნიკურ საკითხებს, დანარჩენი დრო კი მთლიანად დაეთმობა პრაქტიკას, ერთმანეთის დახმარებას და შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას“, - ამბობს იდეის ავტორი, კომიქსების მხატვარი ლუკა ლაშხი.
ასაკობრივი ზღვარი 14 წლიდან იწყება. სემინარის ორგანიზატორები არიან გორის ხელოვნების სახლი და MOCI (Communities of Change – Prototyping Local Futures).
ყველა ახალი ამბავი
0