https://sputnik-georgia.com/20221111/vashingtonshi-qartuli-gvinis-sagamo-gaimarta-272108186.html
ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის საღამოს უმასპინძლა
ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის საღამოს უმასპინძლა
Sputnik საქართველო
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 11.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-11T15:19+0400
2022-11-11T15:19+0400
2022-11-11T20:00+0400
საქართველო
აშშ
ქართული ღვინო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_605253b68a55073bdd6cfcb9f51ecf10.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ვაშინგტონში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატები და ამერიკაში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. სტუმრები გაეცნენ ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციას და დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ღვინო.აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, აშშ-ში უკვე ექსპორტირებულია ერთ მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2021 წელს აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – 1 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო.ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრი ღვინის ფასი 6 დოლარს აღემატება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2055:1541_1920x0_80_0_0_91a229ca5351c8ce48dc9c9d8a4763c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , ქართული ღვინო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , ქართული ღვინო, საზოგადოება, ახალი ამბები
ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის საღამოს უმასპინძლა
15:19 11.11.2022 (განახლებულია: 20:00 11.11.2022) აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ვაშინგტონში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატები და ამერიკაში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. სტუმრები გაეცნენ ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციას და დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ღვინო.
„საელჩო ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში ცდილობს დაეხმაროს კომპანიებს, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით", – განაცხადა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა.
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, აშშ-ში უკვე ექსპორტირებულია ერთ მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2021 წელს აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – 1 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრი ღვინის ფასი 6 დოლარს აღემატება.