„ბაზარი ორბელიანზე“ პატარებს „საბავშვო უქმეებზე“ ეპატიჟება - გაეცანით პროგრამას

© photo: Sputnik / Stringerბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2022
გამოწერა
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში მდებარე „ბაზარი ორბელიანზე“ შაბათ-კვირას ბავშვებს უმასპინძლებს და მათ არაერთ გასართობ ღონისძიებას შესთავაზებს.

„თქვენი პატარებისთვის უქმეების დაგეგმვა არ მოგიწევთ. უბრალოდ, მოდით „ბაზარში ორბელიანზე“, აქ უკვე ყველაფერი დაგეგმილია. ბავშვებს უამრავ გასართობს ვახვედრებთ: ცეკვა, თამაში, ხატვა, ძერწვა, გემრიელი მასტერ-კლასები და ანიმატორები. შაბათ-კვირას პატარა სტუმრების გართობაზე ჩვენ ვზრუნავთ“, — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

საბავშვო უქმეები მეტად მრავალფეროვანი იქნება. პატარებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ფერადი ხინკლის საბავშვო მასტერ-კლასს, ითამაშონ საყვარელ გმირებთან ერთად, ისწავლონ ანიმაციებისა და სათამაშოების შექმნა-ხატვა, ასევე „ბამბის ნაყინისა“ თუ ხაჭაპურისა და ჩურჩხელის მომზადება.
გარდა ამისა, პატარებს აჩვენებენ, როგორ უნდა მოხატონ თიხის თეფშები, დაწნან სამაჯურები, გამოძერწონ პლასტილინისგან და ა.შ.
გარდა ამისა, გამოვა ბენდი The Blackberries და იმუშავებს დიჯეიც.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ყველა ახალი ამბავი
0