რუსეთმა ქვეყნის სამხრეთით ფრენების შეზღუდვის რეჟიმი გაახანგრძლივა

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი Airbus A320
თვითმფრინავი  Airbus A320  - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2022
გამოწერა
დანარჩენი რუსული აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ფრენების შესრულებაზე შეზღუდვის რეჟიმი რუსეთის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილების 11 აეროპორტში 21 ნოემბრამდე გაგრძელდა, იუწყება РИА Новости „როსავიაციაზე“ დაყრდნობით.
ფრენების შეზღუდვის რეჟიმი რუსეთის ამ აეროპორტებში უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული მოვლენების შემდეგ მოქმედებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.
ფრენები დროებით შეზღუდულია ანაპის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, გელენჯიკის, კრასნოდარის, კურსკის, ლიპეცკის, დონის როსტოვის, სიმფეროპოლის, ელისტის აეროპორტებში.
რუსეთის დანარჩენი აეროპორტები ჩვეული რეჟიმით მუშაობენ.
ავიაკომპანიებს მიეცა რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოხერხებულად მოაგვარონ მგზავრების გადაყვანა სოჭის, მინვოდის, ვოლგოგრადის, სტავროპოლისა და მოსკოვის აეროპორტების გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0