https://sputnik-georgia.com/20221111/qartveli-mezrvaurebi-niderlandebis-drosit-mcurav-gemebze-dasaqmebas-sezleben-272097737.html
ქართველი მეზღვაურები ნიდერლანდის დროშით მცურავ გემებზე დასაქმებას შეძლებენ
ქართველი მეზღვაურები ნიდერლანდის დროშით მცურავ გემებზე დასაქმებას შეძლებენ
Sputnik საქართველო
ქართველ მეზღვაურებს უკვე 73 საზღვაო დროშით მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორის ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანაა. 11.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-11T09:44+0400
2022-11-11T09:44+0400
2022-11-11T15:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
ნიდერლანდები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23993/86/239938655_0:0:4096:2305_1920x0_80_0_0_9ba8abd5f7685abbd2dcbac32b8fd7a7.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ და ნიდერლანდმა ხელი მოაწერეს ორმხრივ მემორანდუმს მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე, რის შედეგად ქართველ მეზღვაურებს საშუალება ექნებათ ნიდერლანდის ფლოტში დასაქმდნენ, იუწყება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.მისი თქმით, სააგენტოს მთავარი მიზანია კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების განვითარება საზღვაო უსაფრთხოების, უშიშროებისა და საზღვაო გარემოს დაცვის სფეროებში.ნიდერლანდის სამეფო წამყვანი საზღვაო სახელმწიფოა, მისი დროშით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფლოტი დაცურავს.ქართველ მეზღვაურებს უკვე 73 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორის ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანაა.
საქართველო
ნიდერლანდები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23993/86/239938655_0:0:3616:2712_1920x0_80_0_0_8bf27874639f5475967bf244dd377d48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ნიდერლანდები, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ნიდერლანდები, ტრანსპორტი საქართველოში
ქართველი მეზღვაურები ნიდერლანდის დროშით მცურავ გემებზე დასაქმებას შეძლებენ
09:44 11.11.2022 (განახლებულია: 15:33 11.11.2022) ქართველ მეზღვაურებს უკვე 73 საზღვაო დროშით მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორის ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანაა.
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ და ნიდერლანდმა ხელი მოაწერეს ორმხრივ მემორანდუმს მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე, რის შედეგად ქართველ მეზღვაურებს საშუალება ექნებათ ნიდერლანდის ფლოტში დასაქმდნენ, იუწყება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
„იმედი მაქვს, რომ ეს მემორანდუმი გახდება დინამიკური საზღვაო ურთიერთობების დასაწყისი ნიდერლანდსა და საქართველოს შორის. გარწმუნებთ, რომ ქართული საზღვაო საზოგადოება ელოდება უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჰოლანდიელ კოლეგებთან", – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.
მისი თქმით, სააგენტოს მთავარი მიზანია კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების განვითარება საზღვაო უსაფრთხოების, უშიშროებისა და საზღვაო გარემოს დაცვის სფეროებში.
ნიდერლანდის სამეფო წამყვანი საზღვაო სახელმწიფოა, მისი დროშით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფლოტი დაცურავს.
ქართველ მეზღვაურებს უკვე 73 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორის ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანაა.