https://sputnik-georgia.com/20221111/papuasvili-viziti-koreasa-da-iaponiasi-272120130.html
„გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები“: პაპუაშვილმა იაპონიასა და კორეაში ვიზიტი შეაჯამა
„გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები“: პაპუაშვილმა იაპონიასა და კორეაში ვიზიტი შეაჯამა
Sputnik საქართველო
ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 5 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. 11.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-11T22:01+0400
2022-11-11T22:01+0400
2022-11-11T22:58+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
იაპონია
სამხრეთი კორეა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306193_0:160:1280:880_1920x0_80_0_0_e3a41dc8b3719462f65fc9a961f5c3da.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიასა და სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა.პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს გამოიკვეთა რამდენიმე მნიშნელოვანი საკითხი და მიღწეულია გარკვეული შეთანხმებებიც.მისი თქმით, მხარეები შეხვედრაზე სამომავლო საერთო გეგმებზე შეთანხმდნენ და საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებებიც განიხილეს.საპარლამენტო დელეგაციამ იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დღეს დაასრულა. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი შედიოდნენ.
საქართველო
იაპონია
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306193_302:186:1227:880_1920x0_80_0_0_47c31d7090167fdbdeb452308af625dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, იაპონია , სამხრეთი კორეა , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, იაპონია , სამხრეთი კორეა , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
„გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები“: პაპუაშვილმა იაპონიასა და კორეაში ვიზიტი შეაჯამა
22:01 11.11.2022 (განახლებულია: 22:58 11.11.2022) ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 5 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიასა და სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს გამოიკვეთა რამდენიმე მნიშნელოვანი საკითხი და მიღწეულია გარკვეული შეთანხმებებიც.
„იაპონიის შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ განახლებადი ენერგეტიკის კუთხით ინვესტიციების ჩადების ინტერესზე, კორეის მხრიდან კი — როგორც ინვესტიციების, ისე ლოჯისტიკის მხრივ საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც ამ ვიზიტის დროს გამოიკვეთა და გარკვეული შეთანხმებებიც გვაქვს“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მხარეები შეხვედრაზე სამომავლო საერთო გეგმებზე შეთანხმდნენ და საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებებიც განიხილეს.
„ყველა პარტნიორთან საუბარი გვქონდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, კორეის რესპუბლიკამ საქართველოში საელჩო სრული მასშტაბით გახსნას, რადგან ეს ხელს შეუწყობს უფრო აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნებსა და ხალხებს შორის. ყველაფერთან ერთად, მთავარი საკითხი იყო პარლამენტებს შორის ურთიერთობა. როგორც კორეის, ისე იაპონიის პარლამენტთან ამ შეხვედრებით კიდევ უფრო დავახლოვდით და პიროვნული ურთიერთობის კუთხითაც სხვა ეტაპზე გადავედით“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაციამ იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დღეს დაასრულა. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი შედიოდნენ.