https://sputnik-georgia.com/20221111/ashsh-rusets-sabazro-ekonomikis-statusi-gauuqma-272111682.html
ვაშინგტონმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი გაუუქმა - კრემლის შეფასება
ვაშინგტონმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი გაუუქმა - კრემლის შეფასება
Sputnik საქართველო
შეერთებულმა შტატებმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიანიჭა. 11.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-11T17:15+0400
2022-11-11T17:15+0400
2023-07-20T15:47+0400
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/09/268353977_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_d8961be028760686a66ebafc2e721c24.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკისთვის საბაზრო ეკონომიკის სტატუსის გაუქმების შესახებ არის რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება РИА Новости.მანამდე აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი გაუუქმა, რის მიზეზადაც რუსეთის მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკაში მზარდი ჩარევა დაასახელა.როგორც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა განმარტა, გადაწყვეტილება აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს, „მთელი ძალით" გამოიყენოს ეროვნული ანტიდემპინგური კანონები რუსეთის წინააღმდეგ და შეამციროს ზეწოლა ამერიკულ საწარმოებზე „იმპორტის არასამართლიანი ოპერაციების" გამო.რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ეს ალოგიკური გადაწყვეტილება გაზრდის დისბალანსს მსოფლიო ბაზრებზე, რაც გამოწვეულია მრავალი არალეგიტიმური ცალმხრივი ბარიერით. როგორც ელჩმა განმარტა, მას მხედველობაში აქვს ფასების ზრდა, მიწოდების ჯაჭვების შეფერხება, სასურსათო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები.ვაშინგტონმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიანიჭა. ეს საჭირო იყო იმისთვისაც, რომ იგი 2012 წელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებულიყო.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/09/268353977_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_6e114d8cd08971753c81a4159e7c05bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ვაშინგტონმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი გაუუქმა - კრემლის შეფასება
17:15 11.11.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) შეერთებულმა შტატებმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიანიჭა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკისთვის საბაზრო ეკონომიკის სტატუსის გაუქმების შესახებ არის რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება
РИА Новости.
მანამდე აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი გაუუქმა, რის მიზეზადაც რუსეთის მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკაში მზარდი ჩარევა დაასახელა.
„ამას მხოლოდ ერთი კუთხით შეიძლება შევხედოთ – ეს არის რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის ყველა შესაძლო მიმართულებით ქმედებების გაგრძელება. ჩვენ ვიცით ზეწოლა ეკონომიკის სფეროში, მრავალი სანქციები და ასე შემდეგ“, – განაცხადა პესკოვმა.
როგორც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა განმარტა, გადაწყვეტილება აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს, „მთელი ძალით" გამოიყენოს ეროვნული ანტიდემპინგური კანონები რუსეთის წინააღმდეგ და შეამციროს ზეწოლა ამერიკულ საწარმოებზე „იმპორტის არასამართლიანი ოპერაციების" გამო.
რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ეს ალოგიკური გადაწყვეტილება გაზრდის დისბალანსს მსოფლიო ბაზრებზე, რაც გამოწვეულია მრავალი არალეგიტიმური ცალმხრივი ბარიერით. როგორც ელჩმა განმარტა, მას მხედველობაში აქვს ფასების ზრდა, მიწოდების ჯაჭვების შეფერხება, სასურსათო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები.
ვაშინგტონმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიანიჭა. ეს საჭირო იყო იმისთვისაც, რომ იგი 2012 წელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებულიყო.