https://sputnik-georgia.com/20221111/antonovis-komentari-272116088.html
ანტონოვი: აშშ-ის განცხადება არალოგიკურია
ანტონოვი: აშშ-ის განცხადება არალოგიკურია
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს განცხადება რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ლოგიკას ეწინააღმდეგება... 11.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-11T19:27+0400
2022-11-11T19:27+0400
2023-08-17T12:45+0400
აშშ
პოლიტიკა
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_0:53:3164:1833_1920x0_80_0_0_940df3a17dd77cb2414f753a6cc8bcfa.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს განცხადება რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ლოგიკას ეწინააღმდეგება, განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.ელჩის თქმით, ფინანსთა სამინისტროს ლიცენზია, რომელიც აშშ-ის ბანკებს საშუალებას აძლევს, დაამუშაონ ფინანსური ტრანზაქციები რუსეთის დიპლომატიური მისიებისთვის საზღვარგარეთ, არ ათავისუფლებს ვაშინგტონს მსოფლიო ბაზრებზე დისბალანსზე პასუხისმგებლობისგან, რასაც მრავალი არალეგიტიმური ცალმხრივი ბარიერი იწვევს. ანტონოვმა მაგალითად მოიყვანა სასურსათო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები, ფასების ზრდა და მიწოდების ჯაჭვის რღვევა.მანამდე აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ რუსეთის ეკონომიკა არასაბაზროდ აღიარა „სახელმწიფოს მზარდი გავლენის გამო“. როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ეს საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს, სრულად გამოიყენოს ანტიდემპინგური კანონმდებლობა რუსეთის წინააღმდეგ და შეამციროს ზეწოლა ამერიკულ საწარმოებზე „არასამართლიანი საიმპორტო ოპერაციების“ გამო.რუსეთმა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიიღო. ბოლოს ეს სტატუსი აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ 2021 წლის ოქტომბერში დაადასტურა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მაშინ ივარაუდა, რომ ვაშინგტონი აღარ დაუბრუნდებოდა დემპინგის გამოთვლის მეთოდებს, რომლებიც გამოიყენებოდა სსრკ-დან და რუსეთიდან ექსპორტიორებისთვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე. ეს იწვევდა გადაჭარბებულ საბაჟო გადასახადებს და აუარესებდა შიდა ექსპორტიორების ინტერესების დაცვის შესაძლებლობებს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_3f007d69fbdd4d9699a2b09d93b2444a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
აშშ , პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
ანტონოვი: აშშ-ის განცხადება არალოგიკურია
19:27 11.11.2022 (განახლებულია: 12:45 17.08.2023) თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს განცხადება რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ლოგიკას ეწინააღმდეგება, განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
ელჩის თქმით, ფინანსთა სამინისტროს ლიცენზია, რომელიც აშშ-ის ბანკებს საშუალებას აძლევს, დაამუშაონ ფინანსური ტრანზაქციები რუსეთის დიპლომატიური მისიებისთვის საზღვარგარეთ, არ ათავისუფლებს ვაშინგტონს მსოფლიო ბაზრებზე დისბალანსზე პასუხისმგებლობისგან, რასაც მრავალი არალეგიტიმური ცალმხრივი ბარიერი იწვევს. ანტონოვმა მაგალითად მოიყვანა სასურსათო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები, ფასების ზრდა და მიწოდების ჯაჭვის რღვევა.
„ამავე რიგშია დღეს ადმინისტრაციის ლოგიკის საწინააღმდეგო განცხადება რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“, — აღნიშნა დიპლომატმა.
მანამდე აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ რუსეთის ეკონომიკა არასაბაზროდ აღიარა „სახელმწიფოს მზარდი გავლენის გამო“. როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ეს საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს, სრულად გამოიყენოს ანტიდემპინგური კანონმდებლობა რუსეთის წინააღმდეგ და შეამციროს ზეწოლა ამერიკულ საწარმოებზე „არასამართლიანი საიმპორტო ოპერაციების“ გამო.
რუსეთმა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიიღო. ბოლოს ეს სტატუსი აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ 2021 წლის ოქტომბერში დაადასტურა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მაშინ ივარაუდა, რომ ვაშინგტონი აღარ დაუბრუნდებოდა დემპინგის გამოთვლის მეთოდებს, რომლებიც გამოიყენებოდა სსრკ-დან და რუსეთიდან ექსპორტიორებისთვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე. ეს იწვევდა გადაჭარბებულ საბაჟო გადასახადებს და აუარესებდა შიდა ექსპორტიორების ინტერესების დაცვის შესაძლებლობებს.