ტოსკანაში 20 საუკუნის წინანდელი ანტიკური ღმერთების ქანდაკებები იპოვეს

გამოწერა
იტალიელმა არქეოლოგებმა ტოსკანის უძველესი თერმული აბანოების ნანგრევებში ოცზე მეტი ბრინჯაოს ქანდაკება იპოვეს.
ექსპერტებმა აღმოჩენა უკვე შეაფასეს სენსაციურად.
ცხელი თერმული წყლების წყალობით, ძველბერძნული ღმერთების ქანდაკებები შესანიშნავადაა შემონახული.
მათი უმეტესობა ძველი წელთაღრიცხვის მეორე და ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებით თარიღდება.
გარდა ამისა, არქეოლოგებმა ნანგრევებში 6 ათასამდე ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მონეტაც იპოვეს.
როგორც იტალიის კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი წარმომადგენელი მასიმო ოსანა ამბობს, არქეოლოგებს 1972 წლის შემდეგ არ უპოვიათ არაფერი მსგავსი, როდესაც ზღვიდან „რიაჩეს მეომრების“ - ძველბერძენი მეომრების ბრინჯაოს ორი ქანდაკება ამოიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0