თორნიკე შენგელია რეიკიავიკში გაემგზავრა, სადაც ქართულ გუნდს შეუერთდება

© courtesy of Tornike Shengeliaთორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
საქართველოს კალათბურთის ნაკრები 11 და 14 ნოემბერს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ მატჩს გამართავს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და „ვირტუს ბოლონიას“ თავდამსხმელმა თორნიკე შენგელიამ იტალიური კლუბის შემადგენლობაში შედეგიანი მატჩი გამართა და ამის შემდეგ რეიკიავიკში გაფრინდა, სადაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.
„ვირტუსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მილანურ „არმანიზე“ – 64:59. თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა და ბოლონიელების რიგში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 21:30 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში ჩააგდო სამი ორქულიანი და ორი სამქულიანი. შენგელიამ მატჩი დაამთავრა 12 ქულით, ორი მოხსნითა და ორი გადაცემით.
© courtesy of Tornike Shengeliaთორნიკე შენგელია
Торнике Шенгелия отличился в составе Виртуса - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
თორნიკე შენგელია
საქართველოს ნაკრები 11 და 14 ნოემბერს გამართავს მატჩებს. პირველი შეხვედრა ისლანდიაში ჩატარდება, ხოლო მეორე თბილისში – იტალიის წინააღმდეგ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისლანდიასთან მატჩში მონაწილეობისთვის გუნდში გამოიძახა გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდუ სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0