https://sputnik-georgia.com/20221110/tbilisis-mosaxleobis-did-nawils-wyali-kvlav-ar-miewodeba-rodis-ardgeba-wyalmomarageba-272092995.html
თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი კვლავ არ მიეწოდება: როდის აღდგება წყალმომარაგება
თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი კვლავ არ მიეწოდება: როდის აღდგება წყალმომარაგება
Sputnik საქართველო
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. 10.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-10T19:00+0400
2022-11-10T19:00+0400
2022-11-10T21:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1e/263984416_0:93:1920:1173_1920x0_80_0_0_a285d8739d5b6fb68f8be8b32b6f14ad.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კილომეტრის მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power ავრცელებს.უწყების ცნობით, აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კილომეტრის მიმდებარედ ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა.კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ნაწილთან წყალმომარაგება უკვე აღდგენილია. დაზიანების სრულად აღსადგენად კი რთული ტექნიკური სამუშაოები გრძელდება – ახლით იცვლება მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთი.აღნიშნულთან დაკავშირებით:11 ნოემბრის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება დაბა კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, კვესეთს, სამადლოს, ტაბახმელას, შინდისს; წავკისში – სააკაძისა და დუმბაძის ქუჩებს, ჩერონის დასახლებას.11 ნოემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირის და ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლებს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის, ჯებაშვილის ქუჩებს, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ქავთარაძის ქუჩის ნაწილს. ზაქარიაძის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ბუდაპეშტისა და ლვოვის ქუჩების ნაწილს, ლვოვის, ონიაშვილის, მ. ასათიანის ქუჩების ნაწილს, ჟღენტის, შავგულიძის, მინდელის, ჯიქიას, ფხაკაძის, ვარაზის, ფერმწერთა, თვალჭრელიძის, კაპანელისა და მიმდებარე ქუჩებს; სოფელ თხინვალასა და აგარაკს.აგრეთვე მოციქულთასწორი ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს, დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, გოგიშვილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის და გორგასლის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს; ზაჰესში – მშვიდობის, აფხაიძის, ავჭალის, დიღმის მასივის I კვარტალს.კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყარო - Georgian Water and Power
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1e/263984416_53:0:1760:1280_1920x0_80_0_0_0409ffe838420c006675711d782e86ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი კვლავ არ მიეწოდება: როდის აღდგება წყალმომარაგება
19:00 10.11.2022 (განახლებულია: 21:52 10.11.2022) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კილომეტრის მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კილომეტრის მიმდებარედ ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა.
კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ნაწილთან წყალმომარაგება უკვე აღდგენილია. დაზიანების სრულად აღსადგენად კი რთული ტექნიკური სამუშაოები გრძელდება – ახლით იცვლება მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთი.
აღნიშნულთან დაკავშირებით:
11 ნოემბრის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება დაბა კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, კვესეთს, სამადლოს, ტაბახმელას, შინდისს; წავკისში – სააკაძისა და დუმბაძის ქუჩებს, ჩერონის დასახლებას.
11 ნოემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირის და ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლებს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის, ჯებაშვილის ქუჩებს, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ქავთარაძის ქუჩის ნაწილს. ზაქარიაძის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ბუდაპეშტისა და ლვოვის ქუჩების ნაწილს, ლვოვის, ონიაშვილის, მ. ასათიანის ქუჩების ნაწილს, ჟღენტის, შავგულიძის, მინდელის, ჯიქიას, ფხაკაძის, ვარაზის, ფერმწერთა, თვალჭრელიძის, კაპანელისა და მიმდებარე ქუჩებს; სოფელ თხინვალასა და აგარაკს.
აგრეთვე მოციქულთასწორი ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს, დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, გოგიშვილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის და გორგასლის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს; ზაჰესში – მშვიდობის, აფხაიძის, ავჭალის, დიღმის მასივის I კვარტალს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.