https://sputnik-georgia.com/20221110/tbilisis-meriis-senobis-win-korufciis-gamofena-272089201.html
თბილისის მერიის შენობის წინ „კორუფციის გამოფენა“ გაიმართა
თბილისის მერიის შენობის წინ „კორუფციის გამოფენა“ გაიმართა
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები ქალაქის ხელისუფლებას კორუმპირებულობაში ადანაშაულებენ. 10.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-10T18:01+0400
2022-11-10T18:01+0400
2022-11-10T21:22+0400
თბილისი დღეს
ახალი ამბები
თბილისის მერია
საზოგადოება
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272076558_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_9395c46a084220b6759bc808a372fd87.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „კორუფციის გამოფენა“ – ასეთი დასახელების აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის მერიის შენობის წინ.ორგანიზატორებმა ქუჩაში გამოიტანეს პლაკატები წარწერით: „კახა კალაძემ თავის მეჯვარეს 16 მილიონის ღირებულების ქონება 1 ლარად გადასცა”, „კახა კალაძემ თავისი ცოლის მეჯვარეს ვაკეში 12 დოლარად მიწა სპორტკომპლექსის ასაშენებლად გადასცა” და ა.შ.მუსიკალური გაფორმების სახით მათ გამოიყენეს ხმოვანი ჩანაწერი „მეტროს სადგურ „გოცირიძეს” მატარებელი გაივლის გაუჩერებლად“. საქმე ისაა, რომ ბოლო დაპირების თანახმად, მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რემონტი 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ გადაიწია.„აქ გამოსახულია კახა კალაძის მიერ მოწყობილი კორუფციული ფაქტები... ჩვენ 10-მდე ორგანიზაცია და პარტიის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავანახოთ, როგორი მატყუარა ხელისუფლების წარმომადგენელები გვყავს“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელმა მარიამ შუშანიამ.„ეს კორუფციული გარიგებები, რომლებიც არის კონკრეტული „ქეისები”, იწვევს იმას, რომ ჩვენი ცხოვრება არ არის უსაფრთხო. ეს გვინდა მეტ ადამიანს გავაგებინოთ, იქნებ გამოვიღვიძოთ და ვიგრძნოთ, რომ არ შეიძლება ასეთ მონურ ცხოვრებაში ყოფნა“, – განაცხადა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა ბადრი გრიგალაშვილმა.ღონისძიების ორგანიზატორები მსგავსი აქციების გამართვას მომავალშიც აპირებენ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272076558_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_fa5d991f6045250052e9daf40494ee9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, ახალი ამბები, თბილისის მერია, საზოგადოება, კახა კალაძე
თბილისი დღეს, ახალი ამბები, თბილისის მერია, საზოგადოება, კახა კალაძე
თბილისის მერიის შენობის წინ „კორუფციის გამოფენა“ გაიმართა
18:01 10.11.2022 (განახლებულია: 21:22 10.11.2022) აქციის მონაწილეები ქალაქის ხელისუფლებას კორუმპირებულობაში ადანაშაულებენ.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „კორუფციის გამოფენა“ – ასეთი დასახელების აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის მერიის შენობის წინ.
ორგანიზატორებმა ქუჩაში გამოიტანეს პლაკატები წარწერით: „კახა კალაძემ თავის მეჯვარეს 16 მილიონის ღირებულების ქონება 1 ლარად გადასცა”, „კახა კალაძემ თავისი ცოლის მეჯვარეს ვაკეში 12 დოლარად მიწა სპორტკომპლექსის ასაშენებლად გადასცა” და ა.შ.
მუსიკალური გაფორმების სახით მათ გამოიყენეს ხმოვანი ჩანაწერი „მეტროს სადგურ „გოცირიძეს” მატარებელი გაივლის გაუჩერებლად“. საქმე ისაა, რომ ბოლო დაპირების თანახმად, მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რემონტი 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ გადაიწია.
„აქ გამოსახულია
კახა კალაძის მიერ მოწყობილი კორუფციული ფაქტები... ჩვენ 10-მდე ორგანიზაცია და პარტიის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავანახოთ, როგორი მატყუარა ხელისუფლების წარმომადგენელები გვყავს“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელმა მარიამ შუშანიამ.
„ეს კორუფციული გარიგებები, რომლებიც არის კონკრეტული „ქეისები”, იწვევს იმას, რომ ჩვენი ცხოვრება არ არის უსაფრთხო. ეს გვინდა მეტ ადამიანს გავაგებინოთ, იქნებ გამოვიღვიძოთ და ვიგრძნოთ, რომ არ შეიძლება ასეთ მონურ ცხოვრებაში ყოფნა“, – განაცხადა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა ბადრი გრიგალაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორები მსგავსი აქციების გამართვას მომავალშიც აპირებენ.