https://sputnik-georgia.com/20221110/seqsualur-zaladobasi-braldebuli-mtavari-arxis-telewamyvani-patimrobasi-darceba-272095036.html
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი პატიმრობაში დარჩება
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი პატიმრობაში დარჩება
Sputnik საქართველო
პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში არსებობს კონკრეტული სამხილები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. 10.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-10T20:34+0400
2022-11-10T20:34+0400
2022-11-10T22:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059019_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_debbc5e2fd604485394e6a1d9121cffc.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი ლაშა ნაკაიძე, რომელსაც ბრალი „გაუპატიურების“, „ოჯახური ძალადობისა“ და „ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის“ მუხლებით ედება.სასამართლო სხდომა ჩატარდა დახურულ რეჟიმში, მას თავად ბრალდებული ესწრებოდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რითაც ის ითხოვდა ნაკაიძის მიმართ შეწყვეტილიყო 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული შუამდგომლობის წარდგენის შესაძლებლობა მას ექსპერტიზის დასკვნამ მისცა. მისი განცხადებით, სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მსგავსი საკითხები საქმის არსებითი განხილვის დროს წყდება.„დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სექსუალურად იძალადა...“ - ახალი დეტალები >>ამასთან, პროკურორმა გიორგი ნადირაძემ განაცხადა, რომ ბრალდების საქმეში არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ნაკაიძემ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა.სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და საქმე არსებით განხილვაში გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, წარდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მის მიერ იმ ქმედების ჩადენას, რომელშიც ის ბრალდებულია, განაცხადა ნადირაძემ.გამოძიების ინფორმაციით, 15 აგვისტოს ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე.აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე, ნათქვამია პროკურატურის მასალებში.სექსუალური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს >>ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნაკაიძეს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.ნაკაიძის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ განაცხადა, რომ აჩერებს მასთან თანამშრომლობას. ხოლო მისი უდანაშაულობის დამტკიცების შემთხვევაში ტელეარხი მზადაა განიხილოს საქმიანი ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა.ნაკაიძე „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059019_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_0755f82bcf02588148a1538b022a2c54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი პატიმრობაში დარჩება
20:34 10.11.2022 (განახლებულია: 22:04 10.11.2022) პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში არსებობს კონკრეტული სამხილები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა.
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი ლაშა ნაკაიძე, რომელსაც ბრალი „გაუპატიურების“, „ოჯახური ძალადობისა“ და „ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის“ მუხლებით ედება.
სასამართლო სხდომა ჩატარდა დახურულ რეჟიმში, მას თავად ბრალდებული ესწრებოდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რითაც ის ითხოვდა ნაკაიძის მიმართ შეწყვეტილიყო 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული შუამდგომლობის წარდგენის შესაძლებლობა მას ექსპერტიზის დასკვნამ მისცა. მისი განცხადებით, სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მსგავსი საკითხები საქმის არსებითი განხილვის დროს წყდება.
„საკმაოდ საფუძვლიანი შუამდგომლობა მქონდა... დარწმუნებული ვარ, რომ არსებითი განხილვის დროს აღნიშნული მუხლი აღმოიფხვრება, რადგანაც გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია", – განაცხადა ლალი ბიბილეიშვილმა.
ამასთან, პროკურორმა გიორგი ნადირაძემ განაცხადა, რომ ბრალდების საქმეში არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ნაკაიძემ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა.
სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და საქმე არსებით განხილვაში გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, წარდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მის მიერ იმ ქმედების ჩადენას, რომელშიც ის ბრალდებულია, განაცხადა ნადირაძემ.
გამოძიების ინფორმაციით, 15 აგვისტოს ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე.
აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე, ნათქვამია პროკურატურის მასალებში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნაკაიძეს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნაკაიძის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ განაცხადა, რომ აჩერებს მასთან თანამშრომლობას. ხოლო მისი უდანაშაულობის დამტკიცების შემთხვევაში ტელეარხი მზადაა განიხილოს საქმიანი ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა.
ნაკაიძე „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი იყო.