რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება

© Tbilisi City Hallრუსთაველი–მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა
რუსთაველი–მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
რეაბილიტაციის შემდეგ რუსთაველი–მთაწმინდის საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, 21-გონდოლიანი საბაგირო საათში 1,2 ათას მგზავრს მოემსახურება და რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდამდე მანძილს 4,07 წუთში დაფარავს. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ის სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე და მთაწმინდიდან რუსთაველის გამზირამდე გადაადგილება ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი. სამუშაოების განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ცნობილი კომპანია „დოპელმაიერი“, რომლის აღჭურვილობაც არსებულ პროექტში იქნება გამოყენებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, ამ ეტაპზე დასრულებულია ზედა სადგურის ფუძისა და ტექნოლოგიური ნაწილის მოწყობის სამუშაოები; ნაწილობრივ ამოყვანილია სადგურის კედლები და კოლონები; განხორციელდა ფუნდამენტის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს რიგელების მოსაწყობად ყალიბისა და არმატურის კარკასის მომზადება.
© Tbilisi City Hallრუსთაველი–მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა
Строительство канатной дороги, связывающей проспект Руставели с парком Мтацминда - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
რუსთაველი–მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა
მერიის ცნობით, სადგურის შენობისა და ბაქნის მოწყობა მომავალი წლის იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სადგურის ტექნოლოგიური ნაწილის მონტაჟი. ზედა სადგურზე დამონტაჟდება ამძრავი მექანიზმი ყველა საჭირო აგრეგატით, მოეწყობა მართვის ოთახი და პულტი, ასევე პლატფორმა გონდოლების დამჭერი მექანიზმების რევიზიისთვის. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ სადგური გადაიხურება ლითონის კონსტრუქციით და ჩატარდება მოპირკეთების სამუშაოები.
რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში დაიწყო.
მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და მან 1990 წლის ზაფხულში მომხდარ კატასტროფამდე იმუშავა. მაშინ ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.
ამჟამად თბილისში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას, ხოლო მესამე – ბაგებსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს.
ყველა ახალი ამბავი
0