რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და სომხეთის ელჩმა

© Government of Georgiaაშოტ სმბატიანი და ირაკლი ღარიბაშვილი
აშოტ სმბატიანი და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
აშოტ სმბატიანი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს წარმატებული მედიაცია მეზობელ ქვეყნებს შორის.
ღარიბაშვილმა სომეხ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. სმბატიანი საქართველოში ელჩად აგვისტოს ბოლოს დაინიშნა, მან რუბენ სადოიანი შეცვალა.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში. დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ იანვარი–აგვისტოში 685,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52,8%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო წლის დასაწყისიდან 8 თვის განმავლობაში სომხეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი ორჯერ გაიზარდა და 302,4 მილიონი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0