https://sputnik-georgia.com/20221110/qutaisshi-dasaqmebis-porumi-chatarda-272087100.html
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა
Sputnik საქართველო
დასაქმების ფორუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რეგულარულად იმართება. 10.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-10T16:39+0400
2022-11-10T16:39+0400
2022-11-10T20:00+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ქუთაისი
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/49/239104983_115:0:5903:3256_1920x0_80_0_0_1e920878cff00c15ff13de4d0bf62f2a.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც ბიზნეს-სექტორის 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით გაიმართა.უწყების ცნობით, ფორუმზე 150-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან.საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამა დაიწყო>>>სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული მომსახურების, ვაჭრობის, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ნოემბერ–დეკემბერში კიდევ ხუთი დასაქმების ფორუმია ჩანიშნული. კერძოდ, 15 ნოემბერს – რუსთავში, 17 ნოემბერს – მარნეულში, 29 ნოემბერს – თბილისში (დასაქმების ფორუმი ზამთრის კურორტებისთვის – ყაზბეგი, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი, საირმე, მესტია, გორდერძი), 2 დეკემბერს – თბილისში, (დასაქმების ფორუმი შშმ პირებისთვის), 9 დეკემბერს – გორში.ღონისძიების მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/49/239104983_838:0:5179:3256_1920x0_80_0_0_755b4982aa007ef0dace9037620931c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ქუთაისი , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ქუთაისი , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა
16:39 10.11.2022 (განახლებულია: 20:00 10.11.2022) დასაქმების ფორუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რეგულარულად იმართება.
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც ბიზნეს-სექტორის 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით გაიმართა.
უწყების ცნობით, ფორუმზე 150-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან.
სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული მომსახურების, ვაჭრობის, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.
დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ნოემბერ–დეკემბერში კიდევ ხუთი დასაქმების ფორუმია ჩანიშნული. კერძოდ, 15 ნოემბერს – რუსთავში, 17 ნოემბერს – მარნეულში, 29 ნოემბერს – თბილისში (დასაქმების ფორუმი ზამთრის კურორტებისთვის – ყაზბეგი, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი, საირმე, მესტია, გორდერძი), 2 დეკემბერს – თბილისში, (დასაქმების ფორუმი შშმ პირებისთვის), 9 დეკემბერს – გორში.
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა.