https://sputnik-georgia.com/20221110/konkurenciis-saagentom-momxmarebelta-uplebebis-dacvis-problemebi-ganixila-272061023.html
კონკურენციის სააგენტომ ბიზნესმენებთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრობლემები განიხილა
კონკურენციის სააგენტომ ბიზნესმენებთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრობლემები განიხილა
Sputnik საქართველო
კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევიდა, ხოლო საჩივრების განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყო. 10.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-10T09:45+0400
2022-11-10T09:45+0400
2022-11-10T14:11+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24452/44/244524403_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_41da6470a297094ed03eda7506a3476b.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს მეწარმეთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის ძირითადი კრიტერიუმები განიხილა.კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევიდა. სხვა საკითხებთან ერთად, ის საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებასაც ისახავს მიზნად. კონკურენციის სააგენტომ 1 ნოემბრიდან კანონის დარღვევის შესახებ საჩივრების მიღება დაიწყო.შეხვედრაზე ძირითადი საკითხები იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიები, სამართლებრივი რეგულირების სფერო და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, ასევე კანონის სხვა დეტალები.მან ასევე აღნიშნა, რომ ძირითადი საკითხები დაკავშირებულია ონლაინ-ვაჭრობაში უპირობო დაბრუნების ვალდებულებასთან და დარგის გარეთ დადებულ კონტრაქტებთან.2022 წლის 1 ნოემბრიდან უფლებების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია კონკურენციის სააგენტოს მიმართოს საჩივრით სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, რამაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მათი ინტერესების დარღვევა.დღეისათვის სააგენტოში დარღვევების შესახებ რვა განცხადებაა შესული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24452/44/244524403_203:0:1280:808_1920x0_80_0_0_6601b6a6bf379a11975de7aaa38f25e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტომ ბიზნესმენებთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრობლემები განიხილა
09:45 10.11.2022 (განახლებულია: 14:11 10.11.2022) კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევიდა, ხოლო საჩივრების განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყო.
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს მეწარმეთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის ძირითადი კრიტერიუმები განიხილა.
კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევიდა. სხვა საკითხებთან ერთად, ის საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებასაც ისახავს მიზნად. კონკურენციის სააგენტომ 1 ნოემბრიდან კანონის დარღვევის შესახებ საჩივრების მიღება დაიწყო.
შეხვედრაზე ძირითადი საკითხები იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიები, სამართლებრივი რეგულირების სფერო და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, ასევე კანონის სხვა დეტალები.
„კანონის მიზანია ქვეყანაში მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფა, ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების ნაწილია“, – განაცხადა ლექვინაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძირითადი საკითხები დაკავშირებულია ონლაინ-ვაჭრობაში უპირობო დაბრუნების ვალდებულებასთან და დარგის გარეთ დადებულ კონტრაქტებთან.
2022 წლის 1 ნოემბრიდან უფლებების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია კონკურენციის სააგენტოს მიმართოს საჩივრით სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, რამაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მათი ინტერესების დარღვევა.
დღეისათვის სააგენტოში დარღვევების შესახებ რვა განცხადებაა შესული.