იძულებით გამოსახლების წესის აღდგენა - ბიზნესმა იდეას მხარი დაუჭირა

© photo: Sputnik / Stringerჭავჭავაძის გამზირი
ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
ბინების მესაკუთრეები სულ უფრო ხშირად ჩივიან მობინადრეებზე, რომლებიც უარს ამბობენ ქირის გადახდაზე და, ამასთან, დაქირავებულ საცხოვრებელს არ ტოვებენ.
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია მხარს უჭერს მესაკუთრეების მოთხოვნას, აღდგეს არაკეთილსინდისიერი მოიჯარეების იძულებითი გამოსახლების პრაქტიკა, განაცხადა ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა.
ბინების დაქირავებაზე მოთხოვნის ზრდის ფონზე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეებისა და დამქირავებლების ურთიერთობების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მესაკუთრეები სულ უფრო ხშირად ჩივიან მობინადრეების მხრიდან მოტყუების შესახებ, როდესაც ისინი უარს ამბობენ ქირის გადახდაზე, დაქირავებულ ბინას კი არ ტოვებენ.

„ქვეყანაში საპოლიციო გამოსახლების წესის არარსებობა ცალსახად პრობლემებს უქმნის როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც გააჩნია რაღაც საკუთრება, უნდა წუხდეს იმაზე, რომ საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმებულია, საკუთრების დაცვის ეფექტური მექანიზმები არ გვაქვს“, – განაცხადა ნანუაშვილმა „ტვ პალიტრის“ ეთერში.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეს სასამართლო პროცესის დროს გარანტირებული აქვს სასამართლოსგან მოიჯარეების (მდგმურების) გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მას მაინც ადგება ფინანსური ზარალი და სახელმწიფომ ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს.
მანამდე საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრს, რომელშიც მესაკუთრეების უფლებების დაცვა მოითხოვა ბინების გაქირავების დროს.
ამჟამად მესაკუთრეს თავისი ბინიდან ადამიანის გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლია. სასამართლო გარჩევა კი ასეთ საკითხებზე, მოსამართლეების ნაკლებობისა და ქართულ სასამართლოებში სამოქალაქო საქმეების სიუხვის გამო, ხშირად წელიწადზე მეტხანს გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0