https://sputnik-georgia.com/20221110/iaea-irani-molaparakebebi-birtvul-programaze-272066132.html
ირანსა და IAEA-ს შორის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
ირანსა და IAEA-ს შორის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ვენაში ბოლო შეხვედრაზე თეირანს არაფერი ახალი არ შემოუთავაზებია თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, განაცხადა ატომური... 10.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-10T10:17+0400
2022-11-10T10:17+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
ირანი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250962759_351:583:2956:2048_1920x0_80_0_0_7184197c7ea31b0247404f4922a7c43b.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ვენაში ბოლო შეხვედრაზე თეირანს არაფერი ახალი არ შემოუთავაზებია თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა რაფაელ გროსიმ. მისი თქმით, ირანთან მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში გაგრძელდება.როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებულმა მაღალჩინოსანმა წყარომ განუცხადა სააგენტო Reuters-ს, ვაშინგტონი და თეირანი იმის გამო ვერ შეთანხმდნენ, რომ ირანული მხარე კვლავაც დაჟინებით მოითხოვს IAEA-სგან, შეწყვიტოს გამოძიება არადეკლარირებულ ბირთვულ ობიექტებზე გამოვლენილი ურანის ნაწილაკების წარმოშობასთან დაკავშირებით.ამასთან, მისი თქმით, თეირანმა სთხოვა მოლაპარაკებების მონაწილეებს, დაარწმუნონ IAEA, რომ გამოძიების შეწყვეტა აუცილებელია.ამ დროისათვის IAEA გამოძიებას აწარმოებს ირანში რამდენიმე არადეკლარირებულ ობიექტზე, სადაც ურანის კვალია აღმოჩენილი. ამ ობიექტებზე IAEA-ს ინსპექტორების დაშვება ბირთვული გარიგების აღდგენის ერთ-ერთ მთავარ პირობად იქცა. თეირანი უარს ამბობს აღნიშნულ ობიექტებზე IAEA-ს ინსპექტორების დაშვებაზე, რის გამოც სააგენტოს მმართველთა საბჭომ 8 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს თეირანის უარს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს 30 წევრმა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყვნენ რუსეთი და ჩინეთი, თავი შეიკავეს ინდოეთმა, ლიბიამ და პაკისტანმა.ბირთვული გარიგება (JCPOA) – ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა. რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი გასული წლის აპრილიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ირანთან ვენაში, რათა JCPOA პირვანდელი სახით აღადგინონ.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250962759_290:0:3021:2048_1920x0_80_0_0_a0a0dd5e82ace48fb65ef0a2100e98dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირანი , ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, მსოფლიოს ახალი ამბები
ირანი , ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ვენაში ბოლო შეხვედრაზე თეირანს არაფერი ახალი არ შემოუთავაზებია თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა რაფაელ გროსიმ. მისი თქმით, ირანთან მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში გაგრძელდება.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებულმა მაღალჩინოსანმა წყარომ განუცხადა სააგენტო Reuters-ს, ვაშინგტონი და თეირანი იმის გამო ვერ შეთანხმდნენ, რომ ირანული მხარე კვლავაც დაჟინებით მოითხოვს IAEA-სგან, შეწყვიტოს გამოძიება არადეკლარირებულ ბირთვულ ობიექტებზე გამოვლენილი ურანის ნაწილაკების წარმოშობასთან დაკავშირებით.
„[შეხვედრაზე] არ მომხდარა არაფერი ისეთი, რაც მიუთითებდა, რომ ირანი მზადაა თავისი პოზიციის შესაცვლელად“, — აღნიშნა წყარომ.
ამასთან, მისი თქმით, თეირანმა სთხოვა მოლაპარაკებების მონაწილეებს, დაარწმუნონ IAEA, რომ გამოძიების შეწყვეტა აუცილებელია.
„ისინი გვთხოვენ ჩვენ და ევროპულ ქვეყნებს, ზეწოლა მოვახდინოთ IAEA-ზე და მის გენერალურ დირექტორზე [რაფაელ გროსიზე] გამოძიების დახურვის მიზნით, რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ“, — თქვა მან.
ამ დროისათვის IAEA გამოძიებას აწარმოებს ირანში რამდენიმე არადეკლარირებულ ობიექტზე, სადაც ურანის კვალია აღმოჩენილი. ამ ობიექტებზე IAEA-ს ინსპექტორების დაშვება ბირთვული გარიგების აღდგენის ერთ-ერთ მთავარ პირობად იქცა. თეირანი უარს ამბობს აღნიშნულ ობიექტებზე IAEA-ს ინსპექტორების დაშვებაზე, რის გამოც სააგენტოს მმართველთა საბჭომ 8 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს თეირანის უარს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს 30 წევრმა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყვნენ რუსეთი და ჩინეთი, თავი შეიკავეს ინდოეთმა, ლიბიამ და პაკისტანმა.
ბირთვული გარიგება (JCPOA) – ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.
სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა. რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი გასული წლის აპრილიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ირანთან ვენაში, რათა JCPOA პირვანდელი სახით აღადგინონ.