მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენი არჩევნებში მონაწილეობას „ბედისწერის გათვალისწინებით“ გეგმავს

© AP Photo / Evan Vucciჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ვაპირებ კენჭი ვიყარო პრეზიდენტის პოსტის მეორე ვადით დასაკავებლად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალი წლის დასაწყისში მივიღებ, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

„ახლა ჩემი განზრახვა ის არის, რომ ხელახლა ვიყარო კენჭი. მაგრამ მე ბედის დიდი პატივისმცემელი ვარ და თანაც ეს, საბოლოო ჯამში, ოჯახის გადაწყვეტილებაა. მე ვფიქრობ, რომ ყველას სურს ჩემი არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ კიდევ ვიმსჯელებთ ამაზე“, — უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ის მომავალი წლის დასაწყისში მიიღებს პირველ ლედისთან ჯილ ბაიდენთან ერთად, რაზეც მანამდე მეუღლესთან მადლიერების დღესა და შობას შორის ერთკვირიანი შვებულების დროს იმსჯელებს.
ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება არანაირად არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის ყოფილი ლიდერის დონალდ ტრამპის მოქმედებაზე.
მანამდე ექს-პრეზიდენტმა ტრამპმა ოჰაიოში რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა მიტინგზე პირობა დადო, რომ მალე „ძალიან მნიშვნელოვან“ განცხადებას გააკეთებს. კიდევ უფრო ადრე კი აიოვაში გამართულ მიტინგზე გამოაცხადა, რომ „ძალიან, ძალიან დიდი ალბათობით“ კიდევ ერთხელ იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე, და მოუწოდა მხარდამჭერებს, მოემზადონ ამისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0