თბილისში ქალს ავტობუსი დაეჯახა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია  - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
დაშავებული უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. შუახნის ქალი თბილისში, ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემთხვევა ოთხშაბათს, დილით მოხდა. ქალს ავტობუსი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0