თბილისში 11 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
გაზმომარაგება სრულად 11 ნოემბრის 21:00 საათისთვის აღდგება.
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ხვალ, 10 ნოემბერს ისანი-სამგორის რაიონში 11 ათასამდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ახლადაშენებული გაზსადენის გაზმომარაგების ერთიან სისტემაში ჩართვაა. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება 10 ნოემბრის 22:00 საათიდან 11 ნოემბრის 10:00 საათამდე შეწყდება.
კომპანიის ინფორმაციით, გაზი გაეთიშება ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობას. ასევე გაზმომარაგება შეუწყდება ამ ტერიტორიაზე მდებარე უნივერსიტეტს, ისანი-სამგორის კომპლექსურ სპორტულ ცენტრს, სკოლებს, სუპერმარკეტებს და სხვა კომერციულ თუ სამოქალაქო ობიექტებს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება პარასკევს, 11 ნოემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათისთვის.
კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ისინი ამტკიცებენ, რომ ახლადაშენებული გაზსადენი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტ გაზმომარაგებას.
ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგება შეწყდება, „თბილისი ენერჯის“ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ყველა ახალი ამბავი
0