https://sputnik-georgia.com/20221109/rodis-gaixsneba-tbilissi-centraluri-parki-kalazis-pasuxi-272058650.html
როდის გაიხსნება თბილისში ცენტრალური პარკი: კალაძის პასუხი
როდის გაიხსნება თბილისში ცენტრალური პარკი: კალაძის პასუხი
Sputnik საქართველო
ახალი პარკის მოწყობისთვის ფონდი ათობით მილიონ ლარს გამოყოფს. 09.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-09T19:30+0400
2022-11-09T19:30+0400
2022-11-09T22:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397687_0:62:1282:783_1920x0_80_0_0_654c3007beef62d74e37f55ea9c0c552.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის საბოლოო პროექტზე მუშაობა გრძელდება და ის საზოგადოებას უახლოეს დროში წარედგინება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.ფონდმა „ქართუმ", რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 36 ჰექტარი ტერიტორია ქალაქს გადასცა და იქ ახალი პარკის მოსაწყობად ფონდი ათობით მილიონ ლარს გამოყოფს.რაც შეეხება ცვლილებებს, პარკინგის ფართობის შემცირების ხარჯზე იგეგმება მწვანე ნარგავების დარგვა და საჩოგბურთო კორტების მოწყობა. პარკში 440-ის ნაცვლად 245 საპარკინგე ადგილი დარჩება.მერის თქმით, პროექტის დასრულება ეტაპობრივად მოხდება. მან აღნიშნა, რომ მერია პროექტზე არცერთ თეთრს არ დახარჯავს – საქველმოქმედო ფონდი „ქართუ” სრულად დაფარავს საჭირო ხარჯებს პარკისთვის, რომელიც შეიქმნება ტერიტორიაზე, რომელიც მერიას საჩუქრად გადაეცა.მულტიფუნქციურ სივრცეში მოეწყობა საგანმანათლებლო ცენტრი, ბოტანიკური ბაღი, იაპონური და ფრანგული ბაღები. პარკის ტერიტორიაზე განათავსებენ შადრევანსა და ამფითეატრს, სპორტულ ზონას, ასევე აქ გაჩნდება თბილისში ყველაზე დიდი სკეიტპარკი.გათვალისწინებულია სატყეო ზონები, ცხოველების გასასეირნებელი ადგილები, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, საფეხმავლო ხიდი, ორი გვირაბი, თოკების პარკი და ზიპლაინი. იგეგმება ველობილიკები, სტრიტბოლის სივრცე, პიკნიკებისა და კლდეზე ცოცვის ზონები, პარკის ირგვლივ ავტოსადგომები მოეწყობა.თბილისის ცენტრალური პარკის პირვანდელი პროექტის პრეზენტაცია 2021 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397687_70:0:1206:852_1920x0_80_0_0_90cee8aade27ccbdd1c5a5147bc420dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება
როდის გაიხსნება თბილისში ცენტრალური პარკი: კალაძის პასუხი
19:30 09.11.2022 (განახლებულია: 22:27 09.11.2022) ახალი პარკის მოწყობისთვის ფონდი ათობით მილიონ ლარს გამოყოფს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის საბოლოო პროექტზე მუშაობა გრძელდება და ის საზოგადოებას უახლოეს დროში წარედგინება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ფონდმა „ქართუმ", რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 36 ჰექტარი ტერიტორია ქალაქს გადასცა და იქ ახალი პარკის მოსაწყობად ფონდი ათობით მილიონ ლარს გამოყოფს.
„იპოდრომის პარკზე სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ამაზე ვიდეოჩართვა მქონდა, ასევე თქვენთან ჟურნალისტებთანაც შეხვედრა. საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ რა ცვლილებები განხორციელდა“, – განაცხადა კალაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
რაც შეეხება ცვლილებებს, პარკინგის ფართობის შემცირების ხარჯზე იგეგმება მწვანე ნარგავების დარგვა და საჩოგბურთო კორტების მოწყობა. პარკში 440-ის ნაცვლად 245 საპარკინგე ადგილი დარჩება.
მერის თქმით, პროექტის დასრულება ეტაპობრივად მოხდება. მან აღნიშნა, რომ მერია პროექტზე არცერთ თეთრს არ დახარჯავს – საქველმოქმედო ფონდი „ქართუ” სრულად დაფარავს საჭირო ხარჯებს პარკისთვის, რომელიც შეიქმნება ტერიტორიაზე, რომელიც მერიას საჩუქრად გადაეცა.
მულტიფუნქციურ სივრცეში მოეწყობა საგანმანათლებლო ცენტრი, ბოტანიკური ბაღი, იაპონური და ფრანგული ბაღები. პარკის ტერიტორიაზე განათავსებენ შადრევანსა და ამფითეატრს, სპორტულ ზონას, ასევე აქ გაჩნდება თბილისში ყველაზე დიდი სკეიტპარკი.
გათვალისწინებულია სატყეო ზონები, ცხოველების გასასეირნებელი ადგილები, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, საფეხმავლო ხიდი, ორი გვირაბი, თოკების პარკი და ზიპლაინი. იგეგმება ველობილიკები, სტრიტბოლის სივრცე, პიკნიკებისა და კლდეზე ცოცვის ზონები, პარკის ირგვლივ ავტოსადგომები მოეწყობა.
თბილისის ცენტრალური პარკის პირვანდელი პროექტის პრეზენტაცია 2021 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა.