https://sputnik-georgia.com/20221109/prokuraturam-melazis-damfuznebelze-zebna-gamoacxada-272056998.html
პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელ კომპანია „მელაძის” დამფუძნებელზე ძებნა გამოაცხადა
პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელ კომპანია „მელაძის” დამფუძნებელზე ძებნა გამოაცხადა
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული, მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში 719.408 ლარს შეადგენს. 09.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-09T19:11+0400
2022-11-09T19:11+0400
2022-11-09T22:21+0400
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის” მფლობელ ვაჟა მელაძეზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.მანამდე მელაძეს დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალი წარედგინა – უწყება მას 26 მოქალაქის 473.252 ლარის თაღლითური გზით დაუფლებას ედავება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის ერთ-ერთი მელაძის მეუღლეა.უწყების ცნობით, ბრალდებული მას შემდეგ მიიმალა, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 7 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. გირაოსთან ერთად მელაძეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე აეკრძალა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა. თუმცა ბრალდებული გამოძიებას მიემალა.ბრალდებულს თავდაპირველად ბრალდება 2022 წლის 25 ივნისს საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლით წარედგინა.პროკურატურის ცნობით, ბრალდების წარდგენის შემდეგ საგამოძიებო ორგანოს კიდევ ათეულობით დაზარალებულმა მიმართა ბრალდებულის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური თაღლითობის ფაქტებზე.ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, 25 ოქტომბერს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა. იმ შემთხვევაში კი, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მისი ბრალდება უფრო დამძიმდება.ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 31 ოქტომბერს თაღლითობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა ორ პირს, მათ შორის ერთი კომპანია „მელაძის" მფლობელის მეუღლეა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულის მეუღლე უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანია „მელაძის” დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა.უწყების ცნობით, რადგან მელაძის მეუღლეც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით აგრეთვე პატიმრობა შეუფარდა. მეორე პირის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 ათასი ლარის ოდენობით.პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყებას თითქმის ყოველდღე მიმართავენ ახალი დაზარალებულები. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში 719.408 ლარს შეადგენს.გარდა ამისა, ბრალდებულმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე სხვების პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო საგამოძიებო სამსახურში სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საზოგადოება
პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელ კომპანია „მელაძის” დამფუძნებელზე ძებნა გამოაცხადა
19:11 09.11.2022 (განახლებულია: 22:21 09.11.2022) ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული, მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში 719.408 ლარს შეადგენს.
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის” მფლობელ ვაჟა მელაძეზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მანამდე მელაძეს დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალი წარედგინა – უწყება მას 26 მოქალაქის 473.252 ლარის თაღლითური გზით დაუფლებას ედავება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის ერთ-ერთი მელაძის მეუღლეა.
უწყების ცნობით, ბრალდებული მას შემდეგ მიიმალა, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 7 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. გირაოსთან ერთად მელაძეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე აეკრძალა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა. თუმცა ბრალდებული გამოძიებას მიემალა.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულს თავდაპირველად ბრალდება 2022 წლის 25 ივნისს საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლით წარედგინა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდების წარდგენის შემდეგ საგამოძიებო ორგანოს კიდევ ათეულობით დაზარალებულმა მიმართა ბრალდებულის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური თაღლითობის ფაქტებზე.
ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, 25 ოქტომბერს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა. იმ შემთხვევაში კი, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მისი ბრალდება უფრო დამძიმდება.
ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 31 ოქტომბერს თაღლითობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა ორ პირს, მათ შორის ერთი კომპანია „მელაძის" მფლობელის მეუღლეა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულის მეუღლე უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანია „მელაძის” დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა.
უწყების
ცნობით, რადგან მელაძის მეუღლეც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით აგრეთვე პატიმრობა შეუფარდა. მეორე პირის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 ათასი ლარის ოდენობით.
პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყებას თითქმის ყოველდღე მიმართავენ ახალი დაზარალებულები. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში 719.408 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ბრალდებულმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე სხვების პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო საგამოძიებო სამსახურში სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე.