მოხდება თუ არა აშშ-ში მარიხუანის ლეგალიზება - აზრები გაიყო

CC BY-SA 2.0 / Chuck Grimmett / Smokingმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
ადრე განაცხადეს, რომ მარიხუანის ლეგალიზებას რეკრეაციული მიზნებისთვის მერილენდის შტატის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ამომრჩევლის მოსაზრება მარიხუანის ლეგალიზების საკითხთან დაკავშირებით არსებითად გაიყო – ამას ტელეარხ CNN-ის მონაცემები მოწმობს.
სამშაბათს ქვეყანაში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. ხუთ შტატში ამ შესაძლებლობით ისარგებლეს და დამატებითი რეფერენდუმი ჩაატარეს.
უფრო ადრე განაცხადეს, რომ მარიხუანის ლეგალიზებას რეკრეაციული მიზნებისთვის მერილენდის შტატის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა, ხოლო არკანზასისა და ჩრდილოეთ დაკოტას მოსახლეობა წინააღმდეგ გამოვიდა.
CNN-ის ინფორმაციით, მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ხმა მისცეს ასევე სამხრეთ დაკოტაში, ხოლო მისურიში მისი გამოყენება მოიწონეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0