კვირაცხოვლობის წინა დღეს - შაბათს, რომელიც წელს 4 მაისს დაემთხვა, თბილისის სიონში თავად გივი ამილახვარის სულის საოხად ჟამი შეიწირვის.
ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწის, საამილახვროს უფროსის, ზემო ქართლის სადროშის სარდლისა და გორის მოურავის მოსახსენებელი აღდგენილია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილელ მღვდელმთავართა ანდერძის საფუძველზე. გივი ამილახვარის დაუვიწყებლად მოხსენიება მის მიერ 1726 წელს თურქთაგან სიონის ტაძრის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს უკავშირდება.