https://sputnik-georgia.com/20221109/-------272059490.html
მერიამ მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გაწყვიტა
მერიამ მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გაწყვიტა
Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ კომპანია „მამისონი“ სამუშაო ვადების დარღვევის გამო შავ სიაში შეიყვანა. 09.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-09T19:50+0400
2022-11-09T19:50+0400
2022-11-09T22:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/71/239107129_0:47:2000:1172_1920x0_80_0_0_a807ac18d46da6141582fd0a44b13b74.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე კომპანია „მამისონთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.კომპანია „მამისონმა“ მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე 13,7 მლნ ლარის ტენდერი მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოიგო. მანამდე კომპანიამ ასევე მოიგო ტენდერი მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე.მანამდე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ თბილისის მერიამ კომპანია „მამისონი“ შავ სიაში შეიყვანა მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის ვადების დარღვევის გამო. მეტროს სადგური „გოცირიძე“ ოქტომბერში უნდა გახსნილიყო.ტენდერის პირობებით, მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ უნდა გაკეთდეს გრანიტის იატაკი, მარმარილოს კედლები, შეკიდული ჭერი და განათების ახალი სისტემა. სადგურის ინტერიერი გასული საუკუნის 60-იანი წლების სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციას უნდა წარმოადგენდეს, გეოგრაფიული ფიგურებისა და ფერთა უჩვეულო შეხამების გამოყენებით.„მამისონთან“ ურთიერთობა თბილისის მეტროს სადგურში სარემონტო სამუშაოებზე კონკურსის გამოცხადების უკვე მეორე მცდელობა იყო.2018 წლის იანვარში „ვარკეთილის“ სადგურში ახალი რემონტის შემდეგ მალევე ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა. რემონტი სადგურზე 2017 წლის აგვისტოში დასრულდა. ის დაახლოებით 348 ათასი ლარი დაჯდა.სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი შპს „გეომეპის“ აღმასრულებელი დირექტორი და შპს „ყვარელმშენის“ მთავარი ინჟინერი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დაუდევრობის, დოკუმენტების გაყალბებისა და სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/71/239107129_188:0:1813:1219_1920x0_80_0_0_22f32b033e9372b061f03d24581c248c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
მერიამ მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გაწყვიტა
19:50 09.11.2022 (განახლებულია: 22:32 09.11.2022) თბილისის მერიამ კომპანია „მამისონი“ სამუშაო ვადების დარღვევის გამო შავ სიაში შეიყვანა.
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე კომპანია „მამისონთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კომპანია „მამისონმა“ მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე 13,7 მლნ ლარის ტენდერი მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოიგო. მანამდე კომპანიამ ასევე მოიგო ტენდერი მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე.
„ეს კომპანია ვერ შეძლებს იმ პასუხისმგებლობის აღებას, რაც დაკავშირებულია მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, აღნიშნული ხელშეკრულება გაუქმდა“, – განაცხადა კალაძემ.
მანამდე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ თბილისის მერიამ კომპანია „მამისონი“ შავ სიაში შეიყვანა მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის ვადების დარღვევის გამო. მეტროს სადგური „გოცირიძე“ ოქტომბერში უნდა გახსნილიყო.
ტენდერის პირობებით, მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ უნდა გაკეთდეს გრანიტის იატაკი, მარმარილოს კედლები, შეკიდული ჭერი და განათების ახალი სისტემა. სადგურის ინტერიერი გასული საუკუნის 60-იანი წლების სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციას უნდა წარმოადგენდეს, გეოგრაფიული ფიგურებისა და ფერთა უჩვეულო შეხამების გამოყენებით.
„მამისონთან“ ურთიერთობა თბილისის მეტროს სადგურში სარემონტო სამუშაოებზე კონკურსის გამოცხადების უკვე მეორე მცდელობა იყო.
2018 წლის იანვარში „ვარკეთილის“ სადგურში ახალი რემონტის შემდეგ მალევე ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა. რემონტი სადგურზე 2017 წლის აგვისტოში დასრულდა. ის დაახლოებით 348 ათასი ლარი დაჯდა.
სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი შპს „გეომეპის“ აღმასრულებელი დირექტორი და შპს „ყვარელმშენის“ მთავარი ინჟინერი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დაუდევრობის, დოკუმენტების გაყალბებისა და სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.