https://sputnik-georgia.com/20221108/sxeulis-balansi-wonasworobis-armdgeni-varjisebi-272024849.html
თუ სხეულის ბალანსი დაგერღვათ: სამი რჩევა წონასწორობის აღსადგენად
თუ სხეულის ბალანსი დაგერღვათ: სამი რჩევა წონასწორობის აღსადგენად
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ნოემბერი − Sputnik. კვლევებით დადასტურებულია, რომ, თუ ადამიანი სხეულის წონასწორობას ვერ იცავს, ეს, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე... 08.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-08T16:32+0400
2022-11-08T16:32+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/08/272024687_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_645e3d3c268a4727f4d00f1cfb20604f.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი − Sputnik. კვლევებით დადასტურებულია, რომ, თუ ადამიანი სხეულის წონასწორობას ვერ იცავს, ეს, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებდეს, თუმცა ბალანსის დარღვევა შეიძლება გამოსწორდეს, წერს გამოცემა The Guardian სპეციალისტებზე დაყრდნობით.როგორც ექიმი-გერონტოლოგი ენ ლოუ აცხადებს, ადამიანებს წონასწორობის საკითხი არცკი ახსენდებათ, სანამ მისი დარღვევა არ იწყება. ეს კი შესაძლოა მარტივ რაღაცებში გამოვლინდეს. მაგალითად, თუ ადრე იოლად დგებოდით ცალ ფეხზე ჩექმის ჩასაცმლად და ეს ჩვეულებრივ ამბად მიგაჩნდათ, ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ ამას ვეღარ აკეთებთ. ექიმის თქმით, ამგვარი ნიშნების უგულებელყოფა და ყველაფრის ასაკისთვის დაბრალება ადვილია, მაგრამ არ ღირს, ვინაიდან სხეულის ბალანსის, ანუ წონასწორობის დაცვის გაუმჯობესება შესაძლებელია.რა არის წონასწორობა?მეცნიერები აქამდე ვერ შეთანხმებულან სხეულის ბალანსის საერთო განსაზღვრებაზე. ტექნიკურად ეს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემების კომპლექსური ურთიერთქმედებაა. ესენია:სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ წონასწორობა მთლად გრძნობა და ჩვევა კი არ არის, არამედ შეძენილი უნარია, რომელსაც ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად კარგავს.ასეა თუ ისე, წონასწორობის დარღვევა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. ეს მეცნიერთა 10-წლიანი კვლევის შედეგებითაც დადასტურდა, რომლის შედეგებიც მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნდა British Journal of Sports Medicine-ში. მკვლევარებმა 1700-ზე მეტ საშუალო ასაკის ადამიანზე დაკვირვების შედეგად გამოიტანეს დასკვნა, რომ სხეულის ცუდი ბალანსი თითქმის ორჯერ ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს.თუმცა ამ ყველაფერში სანუგეშო ისაა, რომ, როგორც ექიმები აცხადებენ, გარკვეული სავარჯიშოების შესრულებით წონასწორობის დიდხანს შენარჩუნება შესაძლებელია. ამასთან, მათი თქმით, ბალანსზე მუშაობა ჯობს მანამ დაიწყოთ, სანამ პრობლემები თავს იჩენს.ვარჯიშებისთვის დღეში სულ 15 წუთია საკმარისი, თუმცა, თუ დრო გაქვთ, შეგიძლიათ მეტხანსაც ივარჯიშოთ.ქვემოთ ვარჯიშის სამ ვარიანტს გთავაზობთ. მსუბუქი ვარიანტი დადექით ცალ ფეხზე და დანიშნეთ დრო – რამდენ ხანს შეგიძლიათ წონასწორობის შენარჩუნება (თუ გაგიჭირდათ, შეგიძლიათ რამეს დაეყრდნოთ). შემდეგ გაართულეთ ამოცანა − აიწიეთ თითის წვერებზე, ან 10-ჯერ მსუბუქად მოიხარეთ მუხლებში, ანუ გააკეთეთ მცირე ჩაჯდომები. ამ ვარჯიშის გაკეთება კბილების გახეხვის დროს შეგიძლიათ.საშუალო სიმძიმის ვარჯიშიდადექით ფეხზე და გადადგით წინ ფართო ნაბიჯი. მოხარეთ წინ გადადგმული ფეხი ისე, რომ უკანა ფეხის მუხლი იატაკს შეეხოს. შემდეგ აიწიეთ წინა ფეხზე და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. აკეთეთ ეს ვარჯიში სიარულის დროს - ათჯერ მაინც. კუნთების გასაძლიერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰანტელები.ვარჯიშის რთული ვარიანტი შეეცადეთ ახვიდეთ საფეხურზე ან რაიმე სადგამზე ისე, რომ ქუსლს ეყრდნობოდეთ. ადგმული ფეხის ქუსლს დააწექით მანამ, სანამ მეორე ფეხს არ ასწევთ. გაითვალისწინეთ: მეორე ფეხი მსუბუქად უნდა მოაშოროთ იატაკს – ისე, რომ ძალა არ დატანოთ. შეგიძლიათ ამოცანა კიდევ მეტად გაართულოთ იმით, რომ ფეხი უფრო მაღლა ასწიოთ, ან აწევისას მკერდამდე მიიტანოთ. შეასრულეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ ერთ ფეხზე, 10-ჯერ − მეორეზე. წყარო: The Guardian
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/08/272024687_187:0:2918:2048_1920x0_80_0_0_f2a97dd4011be3dff04c096666e49d66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 8 ნოემბერი − Sputnik. კვლევებით დადასტურებულია, რომ, თუ ადამიანი სხეულის წონასწორობას ვერ იცავს, ეს, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებდეს, თუმცა ბალანსის დარღვევა შეიძლება გამოსწორდეს, წერს გამოცემა The Guardian სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც ექიმი-გერონტოლოგი ენ ლოუ აცხადებს, ადამიანებს წონასწორობის საკითხი არცკი ახსენდებათ, სანამ მისი დარღვევა არ იწყება. ეს კი შესაძლოა მარტივ რაღაცებში გამოვლინდეს. მაგალითად, თუ ადრე იოლად დგებოდით ცალ ფეხზე ჩექმის ჩასაცმლად და ეს ჩვეულებრივ ამბად მიგაჩნდათ, ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ ამას ვეღარ აკეთებთ.
ექიმის თქმით, ამგვარი ნიშნების უგულებელყოფა და ყველაფრის ასაკისთვის დაბრალება ადვილია, მაგრამ არ ღირს, ვინაიდან სხეულის ბალანსის, ანუ წონასწორობის დაცვის გაუმჯობესება შესაძლებელია.
მეცნიერები აქამდე ვერ შეთანხმებულან სხეულის ბალანსის საერთო განსაზღვრებაზე. ტექნიკურად ეს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემების კომპლექსური ურთიერთქმედებაა. ესენია:
სენსორული სისტემა − რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, ამოიცნოს მიწაზე შეხების მომენტი,
მოტორული რეცეპტორები სახსრებში − რომლებიც სივრცეში სხეულის პოზიციაზე იძლევა სიგნალს.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ წონასწორობა მთლად გრძნობა და ჩვევა კი არ არის, არამედ შეძენილი უნარია, რომელსაც ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად კარგავს.
ასეა თუ ისე, წონასწორობის დარღვევა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. ეს მეცნიერთა 10-წლიანი კვლევის შედეგებითაც დადასტურდა, რომლის შედეგებიც მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნდა
British Journal of Sports Medicine-ში. მკვლევარებმა 1700-ზე მეტ საშუალო ასაკის ადამიანზე დაკვირვების შედეგად გამოიტანეს დასკვნა, რომ სხეულის ცუდი ბალანსი თითქმის ორჯერ ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს.
თუმცა ამ ყველაფერში სანუგეშო ისაა, რომ, როგორც ექიმები აცხადებენ, გარკვეული სავარჯიშოების შესრულებით წონასწორობის დიდხანს შენარჩუნება შესაძლებელია. ამასთან, მათი თქმით, ბალანსზე მუშაობა ჯობს მანამ დაიწყოთ, სანამ პრობლემები თავს იჩენს.
ვარჯიშებისთვის დღეში სულ 15 წუთია საკმარისი, თუმცა, თუ დრო გაქვთ, შეგიძლიათ მეტხანსაც ივარჯიშოთ.
ქვემოთ ვარჯიშის სამ ვარიანტს გთავაზობთ.
დადექით ცალ ფეხზე და დანიშნეთ დრო – რამდენ ხანს შეგიძლიათ წონასწორობის შენარჩუნება (თუ გაგიჭირდათ, შეგიძლიათ რამეს დაეყრდნოთ). შემდეგ გაართულეთ ამოცანა − აიწიეთ თითის წვერებზე, ან 10-ჯერ მსუბუქად მოიხარეთ მუხლებში, ანუ გააკეთეთ მცირე ჩაჯდომები. ამ ვარჯიშის გაკეთება კბილების გახეხვის დროს შეგიძლიათ.
დადექით ფეხზე და გადადგით წინ ფართო ნაბიჯი. მოხარეთ წინ გადადგმული ფეხი ისე, რომ უკანა ფეხის მუხლი იატაკს შეეხოს. შემდეგ აიწიეთ წინა ფეხზე და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. აკეთეთ ეს ვარჯიში სიარულის დროს - ათჯერ მაინც. კუნთების გასაძლიერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰანტელები.
შეეცადეთ ახვიდეთ საფეხურზე ან რაიმე სადგამზე ისე, რომ ქუსლს ეყრდნობოდეთ. ადგმული ფეხის ქუსლს დააწექით მანამ, სანამ მეორე ფეხს არ ასწევთ. გაითვალისწინეთ: მეორე ფეხი მსუბუქად უნდა მოაშოროთ იატაკს – ისე, რომ ძალა არ დატანოთ. შეგიძლიათ ამოცანა კიდევ მეტად გაართულოთ იმით, რომ ფეხი უფრო მაღლა ასწიოთ, ან აწევისას მკერდამდე მიიტანოთ. შეასრულეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ ერთ ფეხზე, 10-ჯერ − მეორეზე.