https://sputnik-georgia.com/20221108/saqartvelosi-forumze-sxvadasxva-qveynis-literaturuli-agentebi-da-gamomcemlebi-seikribnen-272031457.html
საქართველოში ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული აგენტები და გამომცემლები შეიკრიბნენ
საქართველოში ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული აგენტები და გამომცემლები შეიკრიბნენ
Sputnik საქართველო
ღონისძიების მთავარი მიზანია უცხოეთში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია. 08.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-08T19:32+0400
2022-11-08T19:32+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23246/56/232465693_0:63:1201:738_1920x0_80_0_0_2ff5b6c0cbd6a869f958dc71b30d884d.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. რიგით მე-12 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმი–დიალოგი, სადაც შეიკრიბნენ ლიტერატურული აგენტები და გამომცემლები საფრანგეთიდან, ფინეთიდან, შვეიცარიიდან და უკრაინიდან, თბილისში 8-10 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.ლიტერატურული ფორუმი–დიალოგის მთავარი მიზანი ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, თარგმნის პროცესის ხელშეწყობა და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებაა.ორგანიზატორთა თქმით, 2011-2021 წლებში ტრადიციული ლიტერატურული ფორუმი–დიალოგის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან 160-ზე მეტი პროფესიონალი გამომცემელი ეწვია, რის შედეგადაც არაერთი ქართული წიგნის საავტორო უფლება გაიყიდა საზღვარგარეთ.წელს ფორუმში შვიდი ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს:„სპეციალურად შემუშავებული სამდღიანი პროგრამის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ქართული წიგნის ბაზარს, სექტორში მიმდინარე მოვლენებს, შეხვდებიან ქართველ გამომცემლებსა და ავტორებს“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.პროფესიულის გარდა, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა ქართული კულტურის გაცნობის მიზნით. პროექტის პარტნიორია ფრანგული ინსტიტუტი.წყარო - მწერალთა სახლი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23246/56/232465693_66:0:1133:800_1920x0_80_0_0_f02ad77ccb6f4d9ce5249dea927c95a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საქართველოში ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული აგენტები და გამომცემლები შეიკრიბნენ
19:32 08.11.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ღონისძიების მთავარი მიზანია უცხოეთში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. რიგით მე-12 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმი–დიალოგი, სადაც შეიკრიბნენ ლიტერატურული აგენტები და გამომცემლები საფრანგეთიდან, ფინეთიდან, შვეიცარიიდან და უკრაინიდან, თბილისში 8-10 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.
ლიტერატურული ფორუმი–დიალოგის მთავარი მიზანი ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, თარგმნის პროცესის ხელშეწყობა და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებაა.
ორგანიზატორთა თქმით, 2011-2021 წლებში ტრადიციული ლიტერატურული ფორუმი–დიალოგის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან 160-ზე მეტი პროფესიონალი გამომცემელი ეწვია, რის შედეგადაც არაერთი ქართული წიგნის საავტორო უფლება გაიყიდა საზღვარგარეთ.
წელს ფორუმში შვიდი ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს:
ფლორა მორისე (Flora Moricet - La manufacture de livres)
ფანი მოსიერი (Fanny Mossière - Éditions Noir sur Blanc)
მირიამ ილვასი (Mirjam Ilvas - Schildts & Söderströms)
იუსი ტიიჰონენი (Jussi Tiihonen – Teos)
მაიკლ მაკკოული (Michael McCaughley - Calmann-Levy)
ალა კოსტოვსკა, გამომცემლობა „კომორა“ (Alla Kostovska -Komora publishing)
კამილა პოლიანი (Camille Paulian - Trames Lit Agency)
„სპეციალურად შემუშავებული სამდღიანი პროგრამის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ქართული წიგნის ბაზარს, სექტორში მიმდინარე მოვლენებს, შეხვდებიან ქართველ გამომცემლებსა და ავტორებს“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
პროფესიულის გარდა, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა ქართული კულტურის გაცნობის მიზნით. პროექტის პარტნიორია ფრანგული ინსტიტუტი.