https://sputnik-georgia.com/20221108/saqartvelo-da-iaponia-investiciebis-dacvaze-setanxmdnen-272035690.html
საქართველო და იაპონია ინვესტიციების დაცვაზე შეთანხმდნენ
საქართველო და იაპონია ინვესტიციების დაცვაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
მეგობრობის ჯგუფის სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს პოლიტიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით 08.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-08T23:01+0400
2022-11-08T23:01+0400
2022-11-08T23:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
იაპონია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23115/04/231150473_0:317:3076:2048_1920x0_80_0_0_c615788aaff012ebed6d8d1e3f573f8e.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ და იაპონიამ გააფორმეს ინვესტიციების დაცვის შეთანხმება და ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის შესახებ ხელშეკრულება, განუცხადა ტოკიოში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილმა გამართა შეხვედრები იაპონიის პარლამენტში, ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს და იაპონიის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის სხდომაში.მისი თქმით, საუბარი შეეხო პოლიტიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც რეგიონში არსებობს.შეხვედრაზე ასევე საქართველოს ახალი პერსპექტიული როლი მიმოიხილეს.შალვა პაპუაშვილი: იაპონია დაინტერესებულია უფრო მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოსთან >>„ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპასა და აზიას შორის იმ დერეფანში მშვიდობის შენარჩუნებას, სადაც საქართველო მდებარეობს, რათა ევროპაც უზრუნველყოფილი იყოს ალტერნატიული გზებით აზიის ქვეყნებიდან, ენერგო რესურსების თუ სხვა რესურსებით მომარაგების კუთხით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.იაპონიის შემდეგ პაპუაშვილი გაემგზავრება სამხრეთ კორეაში, სადაც აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ კიმ ჩინ-ფიოსთან.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23115/04/231150473_0:215:2444:2048_1920x0_80_0_0_326af933945a2371ac6f6391b9cd7b87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იაპონია , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, იაპონია , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო და იაპონია ინვესტიციების დაცვაზე შეთანხმდნენ
მეგობრობის ჯგუფის სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს პოლიტიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ და იაპონიამ გააფორმეს ინვესტიციების დაცვის შეთანხმება და ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის შესახებ ხელშეკრულება, განუცხადა ტოკიოში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილმა გამართა შეხვედრები იაპონიის პარლამენტში, ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს და იაპონიის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის სხდომაში.
„ქვეყნებს შორის დადებულია ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის შესახებ ხელშეკრულება, რაც ახალისებს იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში. უკვე დიდი ინვესტორები გვყავს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საუბარი შეეხო პოლიტიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც რეგიონში არსებობს.
შეხვედრაზე ასევე საქართველოს ახალი პერსპექტიული როლი მიმოიხილეს.
„ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპასა და აზიას შორის იმ დერეფანში მშვიდობის შენარჩუნებას, სადაც საქართველო მდებარეობს, რათა ევროპაც უზრუნველყოფილი იყოს ალტერნატიული გზებით აზიის ქვეყნებიდან, ენერგო რესურსების თუ სხვა რესურსებით მომარაგების კუთხით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
იაპონიის შემდეგ პაპუაშვილი გაემგზავრება სამხრეთ კორეაში, სადაც აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ კიმ ჩინ-ფიოსთან.