https://sputnik-georgia.com/20221108/qartveli-msvidobismyofelebi-centraluri-afrikis-respublikasi-gaemgzavrnen-272032036.html
ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ
ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ
Sputnik საქართველო
ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრულირება და ესკორტირება იქნება. 08.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-08T19:51+0400
2022-11-08T19:51+0400
2022-11-08T21:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/08/272030505_15:0:1091:605_1920x0_80_0_0_9bb25cc80322f44072025231b8511adf.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიის (EUTM RCA) შესასრულებლად გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ, გვარდიის სხვა წარმომადგენლებმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრედერიკ კამპოსმა გააცილეს.მათ პირად შემადგენლობას მისიის ღირსეულად შესრულება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კაპიტან თორნიკე ღარიბაშვილის მეთაურობით სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე შეასრულებენ.ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრულირება და ესკორტირება იქნება.ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ – სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს. საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო.აღნიშნულ მისიაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის (საფრანგეთი, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი), ასევე ევროკავშირის არაწევრი ხუთი ქვეყნის (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, საქართველო, სერბეთი და ჩრდილოეთი მაკედონია) სამხედრო შენაერთები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/08/272030505_149:0:956:605_1920x0_80_0_0_9c2d29ea1760d29b461b011b40463d83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს თავდაცვა
ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ
19:51 08.11.2022 (განახლებულია: 21:34 08.11.2022) ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრულირება და ესკორტირება იქნება.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიის (EUTM RCA) შესასრულებლად გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ, გვარდიის სხვა წარმომადგენლებმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრედერიკ კამპოსმა გააცილეს.
მათ პირად შემადგენლობას მისიის ღირსეულად შესრულება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.
ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კაპიტან თორნიკე ღარიბაშვილის მეთაურობით სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე შეასრულებენ.
ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრულირება და ესკორტირება იქნება.
ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ – სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს. საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო.
აღნიშნულ მისიაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის (საფრანგეთი, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი), ასევე ევროკავშირის არაწევრი ხუთი ქვეყნის (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, საქართველო, სერბეთი და ჩრდილოეთი მაკედონია) სამხედრო შენაერთები.