https://sputnik-georgia.com/20221108/qartveli-kalatburtelebi-2023-wlis-msoflio-cempionatis-sesarcevi-matcebistvis-emzadebian-272036665.html
ქართველი კალათბურთელები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადებიან
ქართველი კალათბურთელები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადებიან
Sputnik საქართველო
ქართველი კალათბურთელები ისლანდიაში გუშინ გაფრინდნენ, მაგრამ რეიკიავიკში 24-საათიანი დაგვიანებით ჩავლენ. 08.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-08T23:36+0400
2022-11-08T23:36+0400
2022-11-09T14:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270227320_308:621:2844:2048_1920x0_80_0_0_08b36b4f5e96b5b47e252475e7467687.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები 11 და 14 ნოემბერს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა ისლანდიაში შედგება, მეორე კი თბილისში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ.საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისლანდიასთან მატჩისთვის გამოიძახა გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე და ბექა ბექაური.რაც შეეხება გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, ის გუნდს თამაშის წინა დღეს შეუერთდება, „ვირტუსისა“ და „მილანის“ დაპირისპირების შემდეგ.ქართველი კალათბურთელები ისლანდიაში ჯერ კიდევ გუშინ გაფრინდნენ, მაგრამ რეიკიავიკში 24-საათიანი დაგვიანებით ჩავლენ. გერმანიიდან გამოფრენილი თვითმფრინავი, რომელსაც 7 ნოემბერს, გამთენიისას საქართველოს ნაკრების წევრები მიუნხენში უნდა გაჰყოლოდნენ, აფრენიდან მალევე უკან მიბრუნდა. ტექნიკური პრობლემების გამო თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში დაბრუნდა.ნოემბრის მატჩების შემდეგ ქართველი კალათბურთელები უკვე მომავალ წელს, 23 თებერვალს ნიდერლანდს დაუპირისპირდებიან, ხოლო 26 თებერვალს ისლანდიასთან საპასუხო მატჩს ითამაშებენ.მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ფილიპინებზე, იაპონიასა და ინდონეზიაში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270227320_643:631:2532:2048_1920x0_80_0_0_220323d80ffc552c11454565aa694d77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ქართველი კალათბურთელები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადებიან
23:36 08.11.2022 (განახლებულია: 14:54 09.11.2022) ქართველი კალათბურთელები ისლანდიაში გუშინ გაფრინდნენ, მაგრამ რეიკიავიკში 24-საათიანი დაგვიანებით ჩავლენ.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები 11 და 14 ნოემბერს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა ისლანდიაში შედგება, მეორე კი თბილისში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისლანდიასთან მატჩისთვის გამოიძახა გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე და ბექა ბექაური.
რაც შეეხება გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, ის გუნდს თამაშის წინა დღეს შეუერთდება, „ვირტუსისა“ და „მილანის“ დაპირისპირების შემდეგ.
ქართველი კალათბურთელები ისლანდიაში ჯერ კიდევ გუშინ გაფრინდნენ, მაგრამ რეიკიავიკში 24-საათიანი დაგვიანებით ჩავლენ. გერმანიიდან გამოფრენილი თვითმფრინავი, რომელსაც 7 ნოემბერს, გამთენიისას საქართველოს ნაკრების წევრები მიუნხენში უნდა გაჰყოლოდნენ, აფრენიდან მალევე უკან მიბრუნდა. ტექნიკური პრობლემების გამო თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში დაბრუნდა.
ნოემბრის მატჩების შემდეგ ქართველი კალათბურთელები უკვე მომავალ წელს, 23 თებერვალს ნიდერლანდს დაუპირისპირდებიან, ხოლო 26 თებერვალს ისლანდიასთან საპასუხო მატჩს ითამაშებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ფილიპინებზე, იაპონიასა და ინდონეზიაში გაიმართება.