ფასები უძრავ ქონებაზე თბილისში - მონაცემები რაიონების მიხედვით

გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკიდან შეიტყობთ, თუ რა ვითარება იყო მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უძრავი ქონების ბაზარზე თბილისში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 10,7%-ით გაიზარდა. ამავე წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასები 3,2%-ით მომატებულია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, ფასების ზრდა გამოწვეულია მაღალი მოთხოვნით, ქვეყანაში მიგრანტების შემოდინებითა და მშენებლობის ხარჯების გაზრდით.
როგორც „საქსტატის“ განცხადებაშია ნათქვამია, მითითებული მედიანური ღირებულება წარმოადგენს ე.წ. „ფასის შეთავაზებას“ (offer price). ბინების ყველაზე მაღალი ფასი ფიქსირდება თბილისის ცენტრალურ რაიონში – მთაწმინდაზე, სადაც 1 კვადრატული მეტრი 4.931 ლარია, ყველაზე დაბალი კი სამგორის რაიონში – 2.407 ლარი.
მედიანური ღირებულება არის ბინების რიგში მაქსიმალური და მინიმალური ფასების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი. მედიანური ღირებულების ინდიკატორის გამოსათვლელად მაქსიმალური და მინიმალური ფასები ჯამდება და შედეგი იყოფა 2-ზე.
ყველა ახალი ამბავი
0