მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaძვირფასეულობა
ძვირფასეულობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 27,8 ათასი ლარი შეადგინა.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. მებაჟეებმა საქართველოს საზღვარზე დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის სამი ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევის ფაქტები „სარფისა“ და „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებში გამოვლინდა.
მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების პირადი ჩხრეკისა და ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა - 278,6 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა 2.124,04 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 27,8 ათასი ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ – ჯამში 9,3 ათასი ლარის ოდენობით. რუსეთის მოქალაქის საქმის მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0