გარდაბანში გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებული მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო, თუმცა მანამდე ამ პირის მიმართ აღძრული იყო საქმე 141-ე, „გარყვნილი ქმედების“ მუხლით.
რამდენიმე დღის წინ პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გამოკითხეს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და თავად ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელსაც არასრულწლოვნები გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ.
ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბრალდების გახმაურების შემდეგ მასწავლებელს ურთიერთობა დაეძაბა კოლეგების ნაწილთან და მშობლებთან.
მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ტელეარხის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი მასწავლებლის მხრიდან სქესობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
ყველა ახალი ამბავი
0